თავი VIII — საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.
2. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
3. ადგილობრივი გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო შეღავათი დგინდება შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით.
4. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
5. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ბს-854(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2023
…ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას (მუხლი 53). საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება…
საქმე №ბს-437(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
…და მოითხოვა მის მიერ შეძენილ ნივთზე დაბეგვრა მომხდარიყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, რა დროსაც მოხდა ნივთის (მოტოციკლის) საქართველოს საზღვრებში შემოტანა. 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21/182725 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისგან…
საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
…ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება შპს „კ...ის“ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებისგან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის საკითხის დამატებით განხილვას და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება…
…მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების მე-18 მუხლში. კონკრეტულ შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების არცერთი პირობა არ არის სახეზე. კასატორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60.4 მუხლს, რომლის შესაბამისად აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება…
საქმე №ბს-579(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
…ზიანის - 25200 ლარის ანაზღაურების დაკისრება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საგადასახადო შეღავათით, რომელზეც მოსარჩელეები მიუთითებენ, სარგებლობს თავად გადასახადის გადამხდელი. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი…
…– ფორმა 4-ით თანხების (იმპორტის გადასახადი - 1218 ლარისა და დღგ - 2051,76 ლარის ოდენობით) დარიცხვა მართლზომიერია. საგულისხმოა ასევე, რომ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს ----- დაეთანხმა ხელმოწერით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება…
…გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 8 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე): #tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important;…
…ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის მე-21 ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების…
…არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის…
…კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 79- ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე და მის შენიშვნაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. მოქმედი…