ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2018 წლის 13 აპრილი ქ. რუსთავი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
შემოღებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი და მისი განაკვეთები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1.
რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო საქმიანობისათვის – ავტომოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2022 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 2.
სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით. მუხლი 3.
1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი. მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
მუხლი 5.
ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:
მუხლი 6. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება
1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლით. 2. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს. შენიშვნა: მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად. |