ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2018 წლის 31 იანვარი ქ.ახალციხე |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების - 0,5 პროცენტის ოდენობით.
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტის ოდენობით.
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტის ოდენობით.
1. სახნავი – 77 ლარი;
2. სათიბები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 19 ლარი;
3. საძოვრები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 15 ლარი;
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთია
|
1. ქალაქ ახალციხეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომელთა ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში (გარდა ქალაქ ახალციხისა) მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომელთა ფართობი არ აღემატება 2000 კვადრატულ მეტრს.
3. ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს.