აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2015 ბოლო ცვლილება 21.05.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.110.016198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე- 2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის,  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5  ნაწილების, 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ პუნქტების, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტების და მე-3 ნაწილის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ჰ“ პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012წლის22  მარტის №15დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება   ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი   (ქონების )გადასახადის განაკვეთები 

მუხლი 1
ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები (გარდა მიწისა) განისაზღვროს:

ა) საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;

ბ) საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, გარდა ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების  საშუალო წლიური  საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი;

გ) სალიზინგო კომპანიისთვის, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე, ლიზინგი მთელი პერიოდის განმავლობაში, ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,5 პროცენტი;

დ) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის (ფიზიკური პირი) - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,15 პროცენტი;

ე) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახისათვის,  საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით;

მუხლი 2
მიწაზე (1 ჰექტარზე გადაყვანით) ქონების წლიური გადასახადი  განისაზღვროს:

ა) სახნავისათვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის - 77 ლარის ოდენობით;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 20 ლარი;

გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 16 ლარი;

დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის,  ამ   მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“  პუნქტებით დადგენილი გადასახადის შესაბამისი ოდენობით;

ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის, შესაბამისი ლიცენზიით გაცემის  საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის 3 ლარის ოდენობით.                 

მუხლი 3
ქ. აბაშისათვის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,8-ით, ხოლო სოფლებისათვის 0,4-ით.
მუხლი 4
ქ. აბაშისათვის, 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადი განისაზღვროს 0,19 ლარით (0,8 x 0.24 =0.19, სადაც 0,24 ლარი არის წელიწადში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 1 კვ.მ მიწის საბაზისო განაკვეთი ლარში), ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 0,01 ლარით (0,4 x 0.24 = 0,01 ლარი, ათწილადი დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით).
მუხლი 5
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის გადასახადისაგან გათავისუფლდეს საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, შესაბამისად - 250 კვ.მ. და 50 კვ.მ.-ის ოდენობით.
მუხლი 6
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე  და 206-ე  მუხლებით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.05.2018.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 26.02.2015. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.110.016198.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.05.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №10, 26.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.110.016198 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2748081/