გადაწყვეტილება №22667/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22667/2/2024
19 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 25.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22667/2/2024).
დავის საგანი:
რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №21-10-20/88690 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3256 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
13.09.2018 წელს, საფოსტო გადამზიდავის – შპს „------- “ (ს/ნ "------") მიერ, მომჩივნის კუთვნილი, №"------", და №"------" საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დარეგისტრირდა №"------", №"------" და №"------" საბაჟო დეკლარაციები. მითითებული დეკლარაციებისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“, შესაბამისად, საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის საფუძველზე (დარიცხულია დეკლარირებული იმპორტის გადასახდელები) დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
27.10.2023 წელს მომჩივანმა №"------" განცხადებით მომართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა 2018 წელს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში (№--------; №--------; №--------) ცვლილების შეტანა და დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება. აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №-------- წერილით ეცნობა, რომ საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში და ვინაიდან გასული იყო მითითებული ვადა, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საბაჟო დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №-------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.02.2024 წლის №3256 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 132-ე ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტზე და საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ 13.09.2018 წელს საფოსტო გადამზიდავის მიერ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, დარეგისტრირდა №--------, №-------- და №--------- გამარტივებული საბაჟო დეკლარაციები. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეკლარაციები შევსებული იქნა მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციებში მითითებული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით, დეკლარაციებს განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
ვიანიდან რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ცვლილების შეტანა შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო "-------"-მ 27.10.2023 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება), საბაჟო დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №-------- გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წელს ჩამოვიდა საბერძნეთიდან, ჩვეულებრივ განახორციელა იმ ნივთების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, რომელიც საზღვარზე უნდა გადმოტანილიყო. საგულისხმოა, რომ წარდგენილი ნივთების უმეტესობა წარმოადგენდა მისი პირადი საჭიროების და სარგებლობის ნივთებს. როდესაც ამანათები შპს"------"-დან უპრობლემოდ გაიტანა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რაიმე სახის დავალიანება ერიცხებოდა საბაჟოს მიმართ. 2018 წლიდან 2023 წლამდე ერთი შეტყობინებაც კი არ მიუღია, ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო და გამოიკვლია, როდესაც ანგარიშზე ყადაღა დაედო.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3256 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
დადგენილია, რომ 13.09.2018 წელს, №"-------", №"-------" და №"-------" საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, №"--------", №"------"და №"------" საბაჟო დეკლარაციებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში. საქონლის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მითითებული დეკლარაციებისთვის განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“,შესაბამისად, საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის საფუძველზე, დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
2023 წელს მომჩივანმა მოითხოვა 2018 წელს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების შეტანა, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №--------- გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.
ვინაიდან საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს უარი, მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3256 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში და ვინაიდან გასული იყო მითითებული ვადა, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.02.2024 წლის №3256 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს უარი, მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
90.