გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2019
საქმის ნომერი
330310018002496132
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/3681-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები: ეკატერინე კალმახელიძე, ნინო მაღალდაძე,ანა მგელაძე, გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - შპს ნ-–------–ი

წარმომადგენლები - მ-----–-----–-----–--ე, გ------------------ე, ზ---–-–----ა (დირექტორი)

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ-------–-------ე, მ--------------ე

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე, ტ. 3, ს.ფ. 164)

 

1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულება, რომლის შესაბამისად: „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება განახორციელოს სს რ----------------–---------–------------იდან“.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს მ-----–---------–-----------ს დაეკისრა 3----------- ლარის შპს კ--------------------------ის სასარგებლოდ გადახდა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 21 ოქტომბრის №-------ადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 214-231);

 

3.2. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანებით შპს კ-----------------------------------------ა საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილ იქნა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს კ------------------------------------------- ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად, 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება უნდა განეხორციელებინა სს რ--------------------------იდან.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანება (ტ, 1, ს.ფ. 16);

 

3.3. საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 21 მაისის N9- ბრძანება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 17).

 

3.4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს - შპს კ------------------------------------------- და ფიზიკურ პირს ზ---–-–----ას უარი ეთქვათ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება (ტ, 2, ს.ფ. 419-429).

 

3.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს კ-------------------------------------------ა და ფიზიკურ პირის ზ---–-–----ას შუამდგომლობის საფუძველზე საქმეზე შეწყდა საკასაციო წარმოება. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 14 თებერვლის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 425-432);

 

3.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს კ-------------------------------------------ა და ფიზიკურ პირის ზ---–-–----ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 433-443);

 

3.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა შპს "კ-----------------------------------------ის" დამფუძნებლის ზ---–-–----ას და შპს "კ-----------------------------------------ის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანების, რომლითაც გაუქმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანება, ბათილად ცნობის შესახებ იმის გამო, რომ სადავო 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანება არ არის ნორმატიული აქტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 18-27);

 

3.8. შპს ნ-–------–ი არის შპს კ------------------------------------------- უფლებამონაცვლე საწარმოთა შერწყმის საფუძველზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 29-30);

 

3.9. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის N3--- ბრძანებით შპს ნ-–------–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის N3--- ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 55-57);

 

3.10. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 მაისის N----------------- „ლიკვ“ ბრძანებით განხორციელდა სს რ----------------–---------–------------ის (რეგისტრირებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 21.06.1996 წ, რეგ. N------) ლიკვიდაციის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და ამოიშალა იგი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სს მ-----–---------–------------ის საბოლოო ცხრილის მიხედვით, შპს ნ-–------–ის მოთხოვნა - 3 852 193 ლარი განცხადებულ იქნა დაგვიანებით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 მაისის N----------------- „ლიკვ“ ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 324);

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ტ. 2, ს.ფ. 63-72);

 

3.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2018 წლის 8 ნოემბრის N------------ სამსახურებრივი ბარათის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (01.08.2018 წლამდე მოქმედი რედაქციით) ჩამოწერილია შპს ნ-–------–ის (ს.ნ 2--------) დავალიანება, სულ 2---------- ლარი, მათ შორის ძირითადი 5--------- ლ., ჯარიმა - 7-------- ლარი, საურავი - 1---------- ლ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამსახურებრივი ბარათი (ტ. 3, ს.ფ 149);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სარჩელს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის №9- ბრძანებით შპს „კ-------------------------------------------ა“ საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილ იქნა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს კ------------------------------------------- ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად, 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება უნდა განეხორციელებინა სს რ--------------------------იდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა შპს "კ-----------------------------------------ის" დამფუძნებლის ზ---–-–----ას და შპს "კ-----------------------------------------ის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანების, რომლითაც გაუქმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანება, ბათილად ცნობის შესახებ, იმის გამო, რომ სადავო 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანება არ არის ნორმატიული აქტი. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მიჩნეულ იქნა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანება ძალადაკარგულად ვერ ჩაითვლებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელემ მოპასუხისათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების დავალება მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის N2/2/167-202 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებს (ტ. 1, ს.ფ. 134-148);

 

დადგენილია, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 მაისის N----------------- „ლიკვ“ ბრძანებით განხორციელდა სს რ----------------–---------–------------ის (რეგისტრირებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 21.06.1996 წ, რეგ. N------) ლიკვიდაციის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და ამოიშალა იგი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

2017 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს რ----------------–---------–------------ი იყო ლიკვიდირებული, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი ფორმულირებით: დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.1999 წ. №9- ბრძანებაში ასახული თანხის - 3------–----- ლარის ფარგლებში შპს ნ-–------–ის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ნ-–------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ნ-–------–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.1999 წლის N9- ბრძანების აღსრულების დავალება მოითხოვა (იხ. სააპელაციო საჩივარი 463-475).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივად დაეთანხმა მთავარი სხდომის დანიშვნის შემდეგ სასარჩელო მოთხოვნის შეცვლას და სათანადო საპროცესო მოქმდებებით აღნიშნული არ გაუპროტესტებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნა მასში ასახული მოთხოვნის ფარგლებში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-–------–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის ფარგლებში. ასევე პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების დავალდებულება, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული ბრძანების აღსრულების შესაძლებლობაზე. კერძოდ, მითითებული ბრძანებით საგადასახადო ორგანოს უნდა განეხორციელებინა შპს ,,კ-----------------------------------------ის“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი, 3------–----- ლარის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულების გადაკისრება სს რ-------------------------ისთვის. უნდა შეფასდეს N9- ბრძანების მსგავსი ფორმულირება გულისხმობდა თუ არა შპს ,,კ-----------------------------------------ის“, 3------–----- ლარის ფარგლებში, კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებისგან უპირობო გათავისუფლებას თუ ასეთი გათავისუფლება დამოკიდებული იყო სს ,,რ--------------------------იდან“ ამ ოდენობის თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებაზე. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს გარემოებას მასზედ, რომ მოცემული მომენტისთვის სს ,,რ--------------------------ი“ ლიკვიდირებულია. სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამდენად აღსრულებადი იქნება მიღებული გადაწყვეტილება (ტ. 3, ს.ფ. 51-65).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, საქმე ხელახალი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაუბრუნდა.

 

2018 წლის 27 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი განცხადებით სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულება, რომლის შესაბამისად: „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად, 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება განახორციელოს სს რ----------------–---------–------------იდან“ (ტ. 3, ს.ფ. 164). მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა არის საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულება, ხოლო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, დავა განხილულ იქნა ხსენებული მოთხოვნის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მითითებების გათვალისწინებით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

სასარჩელო მოთხოვნა არის სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულება, რომლის შესაბამისად: „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება განახორციელოს სს რ----------------–---------–------------იდან“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დავის ფარგლებში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი შემოსაზღვრულია მხოლოდ იმ ფარგლებით, რომ შესაბამის საპროცესო-მატერიალურ მოთხოვნებზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ სარჩელი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს (პროცესუალური უფლება). პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, აგრეთვე, სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, შპს ნ-–------–ის იურიდიული ინტერესი ეფუძნება საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანებით მოწესრიგებულ ურთიერთობას, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით რეალიზებულ იქნეს იურიდიული ინტერესი, ე.ი. პროცესუალური უფლების არსი, სასამართლო გადაწყვეტილებით მატერიალურად რეალიზებულ უფლებად გამოვლინდეს. ადმინისტრაციულ სფეროში ინტერესის განვითარების ძირითადი ვექტორი უკავშირდება კანონიერი ინტერესის საკანონმდებლო აღიარებას, კანონიერ ინტერესთა ნაწილის შემდგომში უფლების ხარისხში აყვანით. სწორედ ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა არის სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობა. თუმცა კანონიერი უფლებისა თუ ინტერესის არსებობა არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას, აღნიშნული დავის არსებითი განხილვის შედეგად გამოსარკვევ საკითხთა რიგს განეკუთვნება და იგი მთელ რიგ საპროცესო მოქმედებებისა თუ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაზეა დამოკიდებული.

 

მოსარჩელე მხარე წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებაზე. ხსენებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით მიჩნეულ იქნა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანება ძალადაკარგულად ვერ ჩაითვლებოდა. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად: „sasamarTlo Tvlis, rom saqarTvelos sagadasaxado saxelmwifo departamentis N9- brZaneba Tavis droze miRebuli iqna mravalmxrivi SeTanxmebis safuZvelze, xelisuflebis monawileobiT da sanqciiT da misi calmxrivad gauqmebiT dairRva mosarCelis, saqarTvelos konstituciis 21-e da 30-e muxlebiT aRiarebuli uflebebi. r-----------------------------is gakotrebis Tavidan asacileblad mosarCelem bolomde ver miiyvana saaRsrulebo warmoeba, sadavo brZanebis gamo xelidan gauSva misi arsebobisaTvis ukiduresad aucilebeli davalianebis amoRebis realuri SesaZlebloba, radgan am SualedSi mosarCelis gancxadebiT, m--------------------is xelmZRvaneloba agrZelebda dayadaRebuli mza produqciis gatanas da gayidvas, ris gamoc movalis qoneba sagrZnoblad Semcirda da ganiavda. sasamarTlo sxdomaze mowmed mowveulma s/s "r-----------------------------is" mTavarma buRalterma batonma T-----------------em arasaxarbielod warmoadgina valis gadaxdis perspeqtiva da aRniSna, rom reabilitaciis Semdegac mis dafarvas 15-17 weli dasWirdeba, rac sabolood mouspobs Sps "k-------------------------------as" sameurneo saqmianobis ganxorcielebis perspeqtivas. garda amisa saqarTvelos zogadi administraciuli kodeqsis me-9 muxlis safuZvelze mosarCele kanonierad elodeboda sadavo aqtiT gauqmebuli valdebulebis gadakisrebis ganxorcielebas, anu mas gaaCnda kanonieri ndobis ufleba sagadasaxado departamentis mxridan. evropulma sasamarTlom saqmeze "fain divelofani irlandiis winaaRmdeg" daadgina, rom saxelmwifos mxridan raime qmedebis ganxorcielebis "kanonieri molodini" aseve eqceva konvenciis N1 danarTis pirveli muxlis (sakuTrebis uflebis) dacvis qveS. zemoaRniSnulidan gamomdinare da imis gaTvaliswinebiT, rom "sakonstitucio samarTalwarmoebis Sesaxeb" saqarTvelos kanonis 32-e muxlis me-4 punqtis „e“ qvepunqtis Sesabamisad, sarezolucio nawili unda Seicavdes gadawyvetilebis samarTlebriv Sedegebs, sasamarTlos miaCnia, rom saqarTvelos sagadasaxado saxelmwifo departamentis N9- brZaneba ar SeiZleba gauqmebulad iqnes miCneuli“ (ტ. 1, ს.ფ. 18-27).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანება ძალადაკარგულად არ იქნა მიჩნეული, ამავე გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა შპს „კ-------------------------------------------“ (ამჟამად შპს ნ-–------–ი) საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულებისადმი კანონიერი მოლოდინის (ნდობის) არსებობა, თუმცა სამართლის შეფარდება – სუბსუმცია სამართლის სათანადო ნორმების მოძიებასა და ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, რის შედეგადაც შესაძლებელია სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, ე.ი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დადასტურებული შპს ნ-–------–ის კანონიერი ნდობის ობიექტის - საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების მოთხოვნის კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს თავად ხსენებული ბრძანებით დადგენილი უფლების სამართლებრივი შინაარსი. ამისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებზე. აღნიშნული ბრძანება ეფუძნება 1997 წელს გამოცემული საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება სრულდება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულ პირს. ამავე კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, 1. თუ გადასახადის გადამხდელის ქონება მესამე პირის მფლობელობაშია, ან მესამე პირს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, რომელზედაც მიქცეულია გადახდევინება, მაშინ ეს პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნით, აღნიშნული ქონება ან მასზე უფლება გადასცეს საგადასახადო ორგანოს. 2. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის პირი მატერიალურად პასუხისმგებელია სახელმწიფოს წინაშე მასთან არსებული ქონების ან მასზე უფლების თანხით, მაგრამ არა უმეტეს იმ თანხისა, რომლის მისაღებადაც ქონებაზე მიქცეულია გადახდევინება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულების გარდა, თუ მოთხოვნის შეუსრულებლობას არა აქვს რაიმე გონივრული გამართლება, ამ პირს ფინანსური სანქციის სახით დამატებით ეკისრება ჯარიმა ამავე ნაწილის მიხედვით გადახდევინებას დაქვემდებარებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 4. პირს, რომელმაც შეასრულა პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, მისი შესრულების მომენტიდან ეხსნება ვალდებულება გადასახადის გადამხდელის ან სხვა პირის წინაშე საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემული ქონების ან მასზე უფლების ღირებულების ოდენობით და, ამგვარად, იგი თავისუფლდება იმ დანაკარგებსა და ზარალთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ მოთხოვნის შესრულების შედეგად. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, გადახდევინების პროცედურისა და ამ კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით შეტყობინების შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა. გაუგზავნოს მესამე პირებს (მათ შორის ბანკს ან სხვა საფინანსო დაწესებულებას) შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს იმ თანხის გადახდას უშუალოდ საგადასახადო ორგანოსათვის, რომელიც ეკუთვნის გადასახადის გადამხდელს დებიტორებისაგან, ან ბ. აწარმოოს საინკასო დავალებით (განკარგულებით) კუთვნილი თანხის ჩამოწერა გადასახადის გადამხდელის დებიტორების საბანკო ანგარიშებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საფინანსო დაწესებულებებში უცხოური ვალუტის ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ეს საფინანსო დაწესებულება უცხოურ ვალუტას გადარიცხავს საქართველოს ეროვნულ ბანკში კონვერტირების მიზნით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სასამართლო ექსპერტ-ლინგვისტის - ლ--------------–იას მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს გაცემული დასკვნა, რომელიც შედგენილია საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების ტექტის ლინგვისტური შინაარსის დასადგენად. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრების ქმედება წინ უნდა უსწრებდეს 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღების ქმედების განხორციელებას სს „რ----------------–---------–------------იდან“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-? ?????? ????????? ????? , მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად: 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების ტექტის ლინგვისტური შინაარსის დადგენისა და მასში ასახული ტერმინილოგიური თანმიმდევრობის განსაზღვრისა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება ვერ გასცდება მისი გამოცემის საფუძვლად მითითებული კანონის ნორმის სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მოთხოვნის კანონიერების შემოწმება უნდა დაეფუძნოს მასში ასახულ სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების ლინგვისტური შინაარსი აერთიანებს ორ მოქმედებას: 1. დავალიანების მესამე პირზე გადაკისრებას; 2. ამ მოქმედების შემდეგ ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების მესამე პირისაგან ამოღებას, მაგრამ სიტყვათა წყობა ვერ შეცვლის თავად ბრძანების გამოცემის საფუძვლად გამოყენებულ კანონის ნორმატიულ დანაწესს, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულების სხვა ვალდებული პირისათვის დაკისრებასა და მისგან გადასახადის დავალიანების ამოღებას გულისხმობს.

 

სს რ----------------–---------–------------ის 2000 წლის 29 ივლისის N06/99 ცნობით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 27.05.1999 წლის N9- ბრძანებით მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ 1999 წლის IV კვ.-ში შპს კ-----------------------------------------ის“ პირადი ბარათიდან სს რმკ-ს სახელზე გადმოწერილია შპს „კ-----------------------------------------ის“ საბიუჯეტო ვალდებულებანი, ძირითადი დავალიანების ნაწილში 1--------- ხოლო მათზე დარიცხული საურავის ნაწილში - 2-------- ლარის ოდენობით, სულ 4--------- ლარი (ტ. 1, ს.ფ. 188).

 

დადგენილია, რომ საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 10 აპრილის N-- ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 21 მაისის N9- ბრძანება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანებაში მოხსენიებული მესამე პირი სს რ----------------–---------–------------ი (რეგისტრირებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 21.06.1996 წ, რეგ. N------) ლიკვიდირებულია რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 მაისის N----------------- „ლიკვ“ ბრძანებით და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2018 წლის 8 ნოემბრის N------------ სამსახურებრივი ბარათის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (01.08.2018 წლამდე მოქმედი რედაქციით) ჩამოწერილია შპს ნ-–------–ის (ს.ნ 2--------) დავალიანება, სულ 2---------- ლარი, მათ შორის ძირითადი 5--------- ლ., ჯარიმა - 7-------- ლარი, საურავი - 1---------- ლარი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამჟამად შპს ნ-–------–ს რაიმე საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, დავის გადაწყვეტისას უმთავრესია არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად შეფასდეს აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა (ტ. 3, ს.ფ. 64). მოცემული დავის ფარგლებში შპს ნ-–------–მა დისპოზიციური პრინციპის საფუძველზე, მხარის უფლების რეალიზების ფარგლებში, სარჩელი საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების მოთხოვნას დააფუძნა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბრძანების შინაარსი - შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება არ უნდა იყოს დამოკიდებული ბრძანებაში დაფიქსირებული თანხის - 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) სს რ----------------–---------–------------იდან ბიუჯეტში ამოღების შესაძლებლობასთან. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება ექსპერტ-ლინგვისტის დასკვნას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მხოლოდ ბრძანების ტექსტში ასახული პირველი მოქმედების განხორციელება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შესაბამისად, საკმარისი მოქმედებაა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსასრულებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიზანს მასში ასახული სამართალურთიერთობის განხორციელება წარმოადგენს. უდავოა, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანებით დადასტურებული სამართალურთიერთობა საწარმოს საგადასახადო ვალდებულების შესრულებას, - შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების მესამე პირისაგან სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების აღსრულებას ემსახურებოდა. ე.ი. ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის აღსრულების სამართლებრივი შედეგი ბიუჯეტისადმი არსებული საგადასახადო ვალდებულების კანონშესაბამისად შესრულებით უნდა განხორციელდეს. ამდენად, სადავო ურთიერთობა ვერ გასცდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სამართალურთიერთობის აღსრულების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1999 წელს მოქმედი რედაქცია) 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის მსგავსად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2010 წლის 17 სექტემბრის კანონი) 240-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის წესს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.

 

ამავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, განსხვავებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობისა, არსებითად შეიცვალა იმის გამო, რომ სს რ----------------–---------–------------ი ლიკვიდირებულია რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 მაისის N----------------- „ლიკვ“ ბრძანებით და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების იმგვარად აღსრულება, როგორადაც ეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოჩინდა, სადღეისოდ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობის გათვალისწინებით, გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის - შპს ნ-–------–ის სამომავლო საგადასახადო ვალდებულებისაგან იმგვარად გათავისუფლებას, რომ, საბოლოოდ, შპს ნ-–------–ის საგადასახადო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტისადმი შესრულება შეუძლებელი იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დასახელებული მესამე პირის ლიკვიდაციის და მის მიმართ საგადასახადო პროცედურების განხორციელების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, გადასახადის გადახდის აღსრულების პროცედურის ამგვარად დადგენა გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის - შპს ნ-–------–ის სამომავლო გადასახადისაგან ინდივიდუალური გათავისუფლებას, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაუშვებელია.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულება, რომლის შესაბამისად: „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ-------------------------------------------“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად 3------–----- ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება განახორციელოს სს რ----------------–---------–------------იდან“.

 

როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე ხსენებული ბრძანებით ვალდებულების გადაკისრების განხორციელების კანონიერი მოლოდინი დადასტურებულად იქნა მიჩნეული. ამავე გადაწყვეტილებით მითითებულ იქნა ევროპული სასამართლოს „ფაინ დიველოფანი ირლანდიის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელების კანონიერი მოლოდინი ექცევა კონვენციის N1 დანართის პირველი მუხლის (საკუთრების უფლების) დაცვის ქვეშ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით შემდეგი პრინციპი იქნა ჩამოყალიბებული: მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მის ,,საკუთრებას“ აღნიშნული დებულების მნიშვნელობის ფარგლებში. „საკუთრება“ შეიძლება იყოს „არსებული საკუთრება“ ან აქტივები, მათ შორის მოთხოვნები, რომელთა მიმართებითაც მომჩივანს შეუძლია იდაოს, რომ სულ მცირე მას ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“ საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის უფლების ეფექტური მოპოვებისა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (საჩივრის ნომერი: 44912/98) სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მომჩივანს ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, რაც მის მოთხოვნას 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში „საკუთრებად“ გადააქცევდა. თუმცა პრეცედენტული სამართალი „ნამდვილი დავის“ ან ,,გონივრული მოთხოვნის“ არსებობას არ მიიჩნევს ,,ლეგიტიმური მოლოდინის“ განსაზღვრის კრიტერიუმად. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ვერ გაიზიარებს პალატის უმრავლებოსის მოსაზრებას. პირიქით, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების მიმართ ინტერესი, რომელიც მოთხოვნის სახით არის წარმოდგენილი შეიძლება მიჩნეულ იყოს „აქტივად“ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ეროვნულ კანონმდებლობაში საკმარისი საფუძველი აქვს, მაგალითად, თუ ამ პოზიციის მხარდასაჭერად არსებობს ეროვნული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა“.

 

სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-312-308 (კ-14)), სადაც სასამართლომ განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების მიღებისას სს რ----------------–---------–------------ის, როგორც მოქმედი სამეწარმეო სუბიექტისა და გადასახადის გადამხდელი პირის არსებობა იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების კანონიერი მოლოდინი შპს „კ-------------------------------------------“ იმ მომენტისათვის გააჩნდა. თუმცა, დღეისათვის, ადამიანის უფლებათა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლით განმტიკიცებულ საკუთრების მიმართ ინტერესს, რომელიც მოთხოვნის სახით არის წარმოდგენილი, სს რ----------------–---------–------------ის ლიკვიდაციის შემდეგ აღარ გააჩნია შპს ნ-–------–ის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების მესამე პირისაგან ამოღების მოთხოვნის აღსრულების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ამგვარ ფორმირებას ხელი შეუწყო ასევე მოსარჩელე მხარის არჩევანმა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით უფლების დადასტურების შემდეგ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის N9- ბრძანების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს მომართა 2016 წლის 30 სექტემბერს, რამაც დავა არსებითად განსხვავებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში მოაქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ნ-–------–ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ნ-–------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე