ბრძანება N 24056
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24056
13 ნოემბერი 2024
ბრძანება
"--------" (პ/ნ "--------" )
(მის.:"--------" )
2024 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №117) განიხილა "--------" -ის (პ/ნ "-------") №92321/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №"-------" გადაწყვეტილებას, №"-------" საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს (დღგ) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება №"--------" საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ეთქვა შეღავათით სარგებლობაზე და განმარტავს, რომ 27 სექტემბერს გერმანიიდან დაბრუნდა საქართველოში. წამოსვლისას ავტომობილთან ერთად გამოაგზავნა მისი პირადი ნივთები . არ ფლობდა ინფორმაციას, რომ დეკლარაცია უნდა წარედგინა ტვირთთან დაკავშირებით, არც არავის გაუფრთხილებია კანონში შესული ცვლილებების შესახებ. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო დეკლარაციით დარიცხული თანხის გაუქმებას და მის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ "-------"-მა 2024 წლის 7 ოქტომბერს №"-------" განცხადებით მომართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებით (№274 19.08.2024), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის დამატებით განისაზღვრა, რომ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ უნდა განაცხადოს ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე (რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება).
მითითებული ცვლილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს, 2024 წლის 26 აგვისტოს და შესაბამისად, ხსენებული პირობა გავრცელდა უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც საბაჟო საზღვარი გადმოკვეთეს ამ ცვლილების ამოქმედების შემდგომ.
ვინაიდან "--------" საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული იყო აღნიშნული ცვლილების შემდეგ და მას შემოსვლისას არ შეუვსია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, მოცემულ შემთხვევაში არ სრულდებოდა საგადასახადო შეღავათის გამოყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა.
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებელს საბაჟო დეპარტამენტის № "-------"(9.10.2024) წერილით უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ, უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებით (№274 19.08.2024), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის დამატებით განისაზღვრა, რომ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ უნდა განაცხადოს ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე (რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის №340 ბრძანებით „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ):
ა.ა) მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება, უნდა განაცხადოს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლამდე, რაც დადასტურდება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით) და აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში;
ა.ბ) მის შემოსვლამდე შემოტანილ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დადასტურდეს, რომ საქონელი გამოგზავნილია მის სახელზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის შემოსვლამდე, მაგრამ ამ პირის უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ;“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის №340 ბრძანებით დადგინდა, რომ მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე
გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით კი შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. "-------" (პ/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ეთქვა შეღავათით სარგებლობაზე.
შესაბამისად,ითხოვს სადავო დეკლარაციით დარიცხული თანხის გაუქმებას და მის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა ითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოტანილი სხვადასხვა დასახელების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას სსკ-ის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.ვინაიდან მომჩივანი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული იყო აღნიშნული ცვლილების შემდეგ და მას შემოსვლისას არ შეუვსია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, მოცემულ შემთხვევაში არ სრულდებოდა საგადასახადო შეღავათის გამოყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა. შესაბამისად, სსკ-ის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებელს საბაჟო დეპარტამენტის წერილით უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
60(4),199.