თავი VIII — საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება.
11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.
2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელს ეკისრება.
3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით 1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება; ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება. 11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები. 2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკი ო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება გადასახადის გადამხდელს ეკისრება. 3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-330(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის…
…უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ 9000 და არაუმეტეს 90 000 ლარისა ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 31 მაისის №261/18…
საქმე №ას-840-1054-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2009
…პალატამ არასწორად მიუთითა სამინისტროს დებულების 4.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება სამინისტროს ძირითადი საშუალებების, სადავო კაბელები კი იყო ახალი, გამოუყენებელი, ამდენად, იმ მომენტისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ძირითად საშუალებად ვერ ჩაითვლება. სასამართლომ მინისტრის მოადგილის 2004 წლის 14 სექტემბრის წერილის საფუძველზე არასწორად…
…105000 ლარად შეფასდა. 2000წ. ქონების გადასახადი უნდა დარჩენილიყო უცვლელი, 1200 ლარი, 2001წ. უნდა დაჰკისრებოდა ქონების ღირებულების 1%, ხოლო მომდევნო წლებში, 2006 წლის 27 თებერვლამდე, თანხის საბანკო ანგარიშიდან მოხსნამდე, საგადასახადო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ქონების ღირებულებას უნდა გამოჰკლებოდა საამორტიზაციო ანარიცხები ქონების ღირებულებათა 7%-ის ოდენობით. აღნიშნულის…
…ეკუთვნოდა და უნდა მიეღო შეძენილ მასალებზე, თუმცა ჩათვლა არ მოხდა. სააპელაციო სასამართლომ რატომღაც დადგენილად მიაჩნია, რომ შპს,,ც.-ის" მიერ აშენებული ნავთობპროდუქტების საწყობი მის მიერ ასახული იყო, როგორც უძრავი ქონება და მას საგადასახადო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, 7%-იანი ცვეთა ერიცხებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა _,,აშენებას" შეგნებულად მიეცა არასწორი განმარტება,…
…დამცავი ღონისძიებების გამოყენება 1. თუ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტი თავისუფალ მიმოქცევაში გაიშვება და იმპორტის გადასახადის ოდენობა გაანგარიშდება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული პროდუქტის მიმართ გამოიყენება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 56. გადაწყვეტილება საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის შესახებ— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 57. საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე