მუხლი 55. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში)
თავი VIII — საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ეს საწარმო/ორგანიზაცია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ აღნიშნული საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები.
3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს აღნიშნულ საწარმოს/ორგანიზაციას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 55. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) 1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალდისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ამ ეს საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ ამღნიშნული საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები. 3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს აღნიშნულ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას. 55.1 მუხლით, საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას…
…ბ. ჭ-ემ სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა მხოლოდ 2013 წლის 3 ოქტომბერს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 ოქტომბრის ცნობით, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011…
…(ძვ. კოდექსით 1 მარტამდე) წარუდგენს ამ სამსახურში რეგისტრირებულ გადამხდელთა სიებს, მიწის ფართობის კატეგორიისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით. ძველი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მესამე ნაწილის და ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლის 13-ე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ,,საგადასახადო მოთხოვნას” გადამხდელებს…
…2012 წლის 31 დეკემბრისათვის დირექტორის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილია განცხადება საწარმოს ლიკვიდაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო რეესტრმა, დააკმაყოფილა და შესაბამისად საწარმოს ლიკვიდაცია შეწყდა. საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 55-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ამასთან მეწარმეთა შესახებ კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილზე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საჯარო…
…თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან ეს გარანტია დადგენილ ვადაში ვეღარ უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის გადახდის წარმოსაშობი ვალდებულების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მოსთხოვოს წარდგენილი გარანტიის ახალი გარანტიით შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა. მუხლი 61. გარანტიის…