1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა.
6. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.
9. იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6942
- 28.06.2019 კანონი №4906
- 01.05.2015 კანონი №3581
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება 1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. 2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. 3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა. 4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა. 6. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. გ(ადასახადის გადამხდელი გადასახადს იხდის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, გარდა არამეწარმე ფიზიკბური პირისა, რომელიც გადასახადს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - 01.05.2015, №3581). 8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან. 9. იმპორტის გადასახდელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.