ბრძანება N 14635
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14635
30 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (პ/ნ ----- ) (მის: ----- )
2026 წლის 12 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 54) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 98822/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 12 ივნისის N EL317027 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და N EL69050/1659 (N 070-1659) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დაარღვია საბაჟო კანონმდებლობა ბრიფისა და კონოსამენტის არქონის გამო, უარი ეთქვა ავტოსატრანსპორტო საშუალების განბაჟების განხორციელებაზე. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაშალა, რის გამოც დაჯარიმდა 3257 ლარით და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა საურავის ჩათვლით (ჯამში 5238.6 ლარი).
აღნიშნულზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შეზღუდულია ფინანსებში, ითხოვს ჯარიმის მოხსნას და მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების დატოვებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 6 ნოემბერს ----- სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ), რომლის გაფორმების ორგანოში/საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ბოლო თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 5 იანვარი.
ვინაიდან მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში არ ფიქსირდებოდა ზემოთ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება/საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა, 2024 წლის 19 მარტს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი N ELC34129 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მოგვიანებით, ----- 2025 წლის 24 იანვრის N ----- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა პირმა მოახდინა სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა - დაშლა.
შესაბამისად, ----- ოფიციალური წარმომადგენლობიდან - შპს „-----“ გამოთხოვილი მონაცემებისა (2025 წლის 5 თებერვლის წერილი N -----) და 2026 წლის 12 ივნისის N ----- განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, ----- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 12 ივნისს შედგენილი N EL317027 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 3 257 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე და 272-ე მუხლების გათვალისწინებით, იმავე დღეს გამოიცა N EL69050/1659 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:
„ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2025 წლის 24 იანვრის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ მოახდინა სატრანსპორტო საშუალების დაშლა. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის წერილით ----- ოფიციალური წარმომადგენლობიდან - შპს „-----“ გამოთხოვილ იქნა სატრანსპორტო საშუალების მონაცემები. 2026 წლის 12 ივნისის N ----- განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მიმართ ისეთ ქმედების განხორციელების ფაქტზე, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, გამოცემული იქნა სადავო აქტები. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს 2026 წლის 12 ივნისის N EL69050/1659 (N 070-1659) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა და აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს 2026 წლის 12 ივნისის N EL317027 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს 2026 წლის 12 ივნისის N EL69050/1659 (N 070-1659) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 12 ივნისის N EL317027 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის მოხსნას და მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების დატოვებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ პირმა ქვეყანაში შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება, თუმცა არ შეასრულა საბაჟო მოთხოვნები, რის გამოც დაეკისრა პასუხისმგებლობა, ჯარიმა და შესაბამისი გადასახადები.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა რის შემდეგაც მოხდება მისი გათავისუფლება დაკისრებული ჯარიმისგან, საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 172;.