თავი VIII — საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
1. საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა;
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. საგადასახადო მოთხოვნა 1. საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა; ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება; დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. 3. წარდგენის(ამოღებულია კონკრეტული- საფუძვლით05.04.2023, პირს№2768). წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა. 4. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან. 5. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(67)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 67-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-124(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1, 136.1, 81.1, 100.1, 101.1, 154.1 და 275.2 მუხლებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებსა…
საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 43-ე, 44-ე, 61-ე, 64-ე, 264-ე, 299-ე მუხლებზე, 301-ე მუხლის,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას,…
საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 44-ე, 64-ე, 299-ე და 301-ე მუხლებზე და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელისთვის მავალდებულებელ დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნა და მხოლოდ იგი წარმოშობს…
საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
…შედეგების გადაანგარიშებაზე ორი ახალი დასკვნა, რომელთა საფუძველზე გამოიცა გადასახადებისა და სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ორი ახალი ბრძანება და შემდგომში მათ საფუძველზე - ორი ახალი საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო კოდექსის 64.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმე №ბს-1021(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
ხოლო, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქმე №ბს-1107(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
საქმე №ბს-535(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2020
საქმე №ბს-1051(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
საქმე №ბს-904(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N EL7777/598 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (აქციზი - 2 400 ლარი, იმპორტის გადასახადი - 120 ლარი და საურავი - 69.3 ლარის ოდენობით).
ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N EL7777/880 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების თანახმად, იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი. სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2026 წლის პირველ ოქტომბერს.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე წარედგინება საგადასახადო მოთხოვნაც. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტზე…
ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N EL7777/760 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (აქციზი - 21 150 ლარი, იმპორტის გადასახადი - 481.75 ლარი) და საურავი - 259.58 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლების, საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლებისა და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 64, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-64/