თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
2. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შესაბამისად უქმდება ან მცირდება.
3. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
31. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უფლებამოსილია განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიმართ, თუ ეს პირი არ შეასრულებს იმავე მუხლით გათვალისწინებულ დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას.
4. მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
მთავარი მონაცემები
ვადა30 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 240. მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა 1. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია. 2. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შესაბამისად უქმდება ან მცირდება. 3. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 2030 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. 31. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უფლებამოსილია განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიმართ, თუ ეს პირი არ შეასრულებს იმავე მუხლით გათვალისწინებულ დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას. 4. მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(46)
საქმე №ბს-1021(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…საფუძველი: ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა; ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება. საქმეზე დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ…
საქმე №ბს-541(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
…აგენტირების მომსახურება. ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).…
საქმე №ბს-221(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
…მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირი თანხა - 197420.45 ლარი, საურავი - 75431,2 ლარი. შპს „ჰ-ის“ ქონების ღირებულება ვერ უზრუნველყოფდა მის მიერ აღიარებული დავალიანების გადახდას. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად (რომელიც ითვალისწინებს მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის წესს), შპს „დ-ს“ 2017…
საქმე №ბს-1005(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
…ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (მოქმედი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), 241.31 მუხლსა (მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები) და 240-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე (მოქმედი კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ და „დ.ი“ ქვეპუნქტები) და აღნიშნა, რომ შპს „…ის“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს რუკებისა…
საქმე №ბს-1090(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2019
…დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ფ...ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მესამე პირის - შპს „...ას“ მიმართ გამოიცა მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე…
…632.93 ლარს. აღნიშნულ კომპანიას ერიცხება საგადასახადო დავალიანება 351 715 ლარის ოდენობით. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 51-ე მუხლზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 240-ე მუხლზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები, ასევე დაევალოს შესაბამის დეპარტამენტს შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების…
…სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 240-ე მუხლის პირველ ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ შპს ------- (ს/ნ -------) 12.12.2022 წლის წერილზე, რომლის თანახმად, შპს ------- (ს/ნ…
…კოდექსის 18.11.ა მუხლი) და არა ისე, რომ დებიტორული დავალიანების სესხად განხილვა შეიძლება მოხდეს, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. სადავოდ გამხდარი დებიტორული დავალიანების მიმართ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს იმოქმედოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) დადგენილი წესით აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში და არა ისე, როგორც…
…აგენტირების მომსახურება. ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).…
…აგენტირების მომსახურება. ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).…