მუხლი 203. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
თავი XXIX — ქონების გადასახადი
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 203. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ბს-1344(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
…გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ დათქმებს შეიცავდა 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე, მე-200, 203-ე მუხლები. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადების სწორად გაანგარიშება პირდაპირ არის დაკავშირებული შემოსავლის…
საქმე №ბს-893(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
…განაკვეთის შესაბამისად. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის 2011 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის 5 825 ჰექტარი ტერიტორია კომპანიას გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ქონებაზე (მიწა) გადასახადის გადამხდელს შპს „...“ წარმოადგენს. მეორე სადავო საკითხთან…
საქმე №ბს-1345(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2020
…სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის №542278 ცნობა ქონების გადასახადის დავალიანების თაობაზე აპრიორი გულისხმობს, რომ მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი გამოსყიდული იყო აქციებთან ერთად საპრივატიზაციო გეგმის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც…
…აწარმოებდა საგადასახადო კოდექსის 199.3, მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც არ ითვალისწინებს შემოსავლების მიღების უფლებას მოპოვებულად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი საგადასახადო ორგანომ ა. ტ-აზე გაავრცელა 203-ე, 204-ე და 205-ე მუხლები, რომლებიც თავისთავად გულისხმობს შემოსავლის მიღების უფლებას მოპოვებულად და არამეწარმე ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადი დააკისრეს.…
…მიერ მოხდა ამის შემდგომ). შემოწმებით აღნიშნული თანხა დაბეგრილია 2023 წლის თებერვლის თვეში და არა 2024 წლის იანვრის თვეში, აღნიშნულმა გამოიწვია ზედმეტი თანხების დარიცხვა. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 203-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გათვალისწინებული უნდა იქნას მოყვანილი არგუმენტაცია და დღგ-ის ნაწილში შემცირდეს დარიცხული…
…და საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლის შედეგად შემოწმებამ გამიჯნა სხვა კომპანიისა და შპს „-------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე200, 201-ე 202-ე 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 1 159 ლარით, კერძოდ,…
…2. ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადის შემცირება ფაქტების აღწერა საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, 204-ე მუხლზე, 205- ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.…
…გადახდილი თანხის შემცირების უფლება ფაქტების აღწერა საგადასახადო შემოწმების აქტი აღნიშნული დავის საგნის ნაწილზე, ინფორმაციას არ მოიცავს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 204-ე მუხლით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე…
…სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 203-ე მუხლით, 205-ე მუხლის პირველი, მე-12, მე-13, 131 და მე-14 ნაწილებით, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტით, 69-ე…