1. ქონება – დასაბეგრი ქონება და მიწა.
2. მიწა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწები.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული);
ბ) სათიბი;
გ) საძოვარი;
დ) საკარმიდამო.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
41
. (ამოღებულია – 28.12.2012, №189).
5. ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლო-სამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება:
ა.ა) ყამირი მიწები;
ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები;
ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები;
ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები;
ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით;
ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.
6. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა.
8. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3968-სსმI, №74, 24.12.2010წ., მუხ.449
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 12 დეკემბრის
კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5382
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 25
ივნისის კანონი
№
4854
- ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6942
- 25.06.2019 კანონი №4854
- 08.06.2016 კანონი №5382
- 12.12.2014 კანონი №2946
- 28.12.2012 კანონი №189
- 15.05.2012 კანონი №6211
- 20.12.2011 კანონი №5556
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 200. ცნებების მნიშვნელობა ამ კარის მიზნებისათვის 1. ქონება – დასაბეგრი ქონება და მიწა. 2. მიწა – სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ, ა. 3. რასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით და კავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებულყის ათიბები და საძოვრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესბი. 3. ს მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები; გ) საკ: არმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; დ) დასახლებული პუნქტების ფარგლებვის გარეთ (მდებარე მრეწველთ შობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფწლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანი შნულებით გამოიყენება; ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულებკა არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით); ვბ) სამელიორაციო ქსლებით დაკავებული მიწები; ზგ) სხვა მიწა, რძომელიც „სვასოფლო-სამეურნეო დანიშნულები; დ) ს მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. 4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 41 . (ამოღებულია – 28.12.2012, №189). 5. ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლო-სამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება: ა.ა) ყამირი მიწები; ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები; ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები; ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები; ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით; ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები. 6. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს. 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა. 8. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3968-სსმI, №74, 24.12.2010წ., მუხ.449