მუხლი 198. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი
საგადასახადო კოდექსის 198-ე მუხლი · სგკ 198
თავი XXVIII — იმპორტის გადასახადი
1. იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 201
წლის 27 მარტის
კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64
– ვებგვერდი,.0
.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
მთავარი მონაცემები
ვადა180 კალენდარული დღის განმავლობაში
განაკვეთი100 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
ასევე აღნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში საგადასახადო კოდექსის 198–ე მუხლის მე-4 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით ჩათვლის უფლებით დღგ–საგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 198, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-198/