ბრძანება N 19711

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2025
№ დოკუმენტი 19711
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19711

09 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) (მის.:-----)

2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 72) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 5 აგვისტოს N 123515/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის N 057-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადს და ითხოვს ჯარიმისა და საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის N 7823 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 9 ივლისის N 15558 ბრძანება და ამავე თარიღის N 057-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 122 832 ლარი, მათ შორის, გადასახადი 64 366 ლარი, ჯარიმა 43 259 ლარი, საურავი 15 207 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაცია (ტენდერების ხელშეკრულებები, ფორმა N 2-ები, მიღება - ჩაბარების აქტები და სხვა), რის შედეგადაც დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ტენდერებიდან მიღებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 800 309 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 505 641 ლარი. ბრუნვის სხვაობა გამოწვეული იყო იმით, რომ გადასახადის გადამხდელს ზოგიერთ შემთხვევაში მიღება ჩაბარების აქტის მიხედვით არსებულ თანხებზე არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები და არ იყო ჩართული დეკლარირებულ ბრუნვაში. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში გადამხდელს არ ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები გამოწერილი და არსებული ავანსები არასწორად იყო განაშთული. შემოწმების მიერ, დაუბეგრავი თანხები აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, ავანსები გაინაშთა პროპორციულად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ისე როგორც მოითხოვებოდა სატენდერო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. ი/მ ----- ----- მიერ დეკლარირებულმა დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად შეადგინა 138 353 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა, როგორც ავანსის ფაქტურები, ასევე საბოლოო ანგარიშ - ფაქტურები სრულად. გაუქმებას დაექვემდებარა დღგ-ის თანხები. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი თანხა და შეადგინა 138 112 ლარი. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

. მეწარმეს 16.06.2011 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი (გაუქმებულია 01.01.2025-ში). პირს შესამოწმებელ პერიოდში თვეების მიხედვით წარმოდგენილი აქვს მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, სულ დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 461 972 ლარი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარების აქტები, ფორმა 2-ები), რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს ზედმეტად ჰქონდა ჩართული შემოსავალში ავანსები და არ ჰქონდა შემოსავალში ჩართული მ/ჩ აქტების მიხედვით შესრულებული ოპერაციების თანხები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე, 91-ე და 93-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა შესამოწმებელ წლებში მიღებული შემოსავალი. შედეგად, პირს ჯამურად გაეზარდა გადასახადი 9 553 ლარით და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

. ი/მ ----- ----- საკუთრებაში უფიქსირდება ძირითადი საშუალებები, კერძოდ, ექსკავატორი, ავტომანქანა და თვითმცლელი კამაზი. გადამხდელმა წარმოადგინა ცხრილი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ძირითად საშუალებების საბაზრო ღირებულება შეადგენს ჯამში 161 000 ლარს. ასევე აქვს სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთები 4 ერთეული (საკადასტრო კოდი: N -----; N -----; N ------; N -----). შესაბამისად, გაანგარიშდა მიწის გადასახადი შესაბამის ტერიტორიაზე არსებული განაკვეთის მიხედვით და შეადგინა 109 ლარი. ასევე დაანგარიშდა ინდ. მეწარმის შემოსავლები და შესაბამისად, დაერიცხა მოძრავ ქონებაზე გადასახადი 1 532 ლარი (ქონების გადასახადის მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა ძირითადი საშუალებების შეძენის პერიოდები და ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანა (----- გამ.წელი 2007) და ესკავატორი (----. გამ.წელი 2005). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 200-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადს და ითხოვს ჯარიმისა და საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადდების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა. ბრუნვის სხვაობა გამოწვეული იყო იმით, რომ გადასახადის გადამხდელს ზოგიერთ შემთხვევაში მიღება ჩაბარების აქტის მიხედვით არსებულ თანხებზე არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ იყო ჩართული დეკლარირებულ ბრუნვაში. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში გადამხდელს არ ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები გამოწერილი და არსებული ავანსები არასწორად იყო განაშთული. შემოწმების მიერ, დაუბეგრავი თანხები აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, ავანსები გაინაშთა პროპორციულად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ისე როგორც მოითხოვებოდა სატენდერო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება:

გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 160-ე, 1601, 163; 164; 275;.