მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
თავი XII — სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3922 – ვებგვერდი, 27.12.2023
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ: ა) მც პირე ბიზნესის სტატუსის მქ ეკონე ომეწარმე ფიზიკურ პი რსაქვს ერთმიანობლივი შემოსდავლისნ მიღებულმა მისთმა ნ დაკავშირებული ერთობლივიმა შემოსავალის 60 პმა 500 000 ლარს, ხოცელო ღვინის ტურიზმის ოდესაქმიანობის ხარჯესუბიექტის (გა რდა დაქიგრავებოტულზე დარიცხსტული ხელფსაქმიანობის სუბიექტის შემთხვევარჯში − 700 000 ლარს გა) დამადჭასტურებელი დოკუა. მენტები; ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამე ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ე ფრთობლიზვიკუ შემოსავლის 500 000-ლარი პანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის მხსუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანოდ ბისპ სუბიეცქტის შემთხვევაში − 700 000-ლუარი სანი ზღვრის გადაჭარო ზონბების ტედაფიქსირებიტოს თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დაზსრულებამდე. 3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(39)
საქმე №ბს-974(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2024
…ლარი). მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას და ბეგრავდნენ კომპანიისთვის მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავალს შემოწმების პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, 5%-იანი განაკვეთით, ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები განხილულ იქნა, როგორც ხელფასის სახით განაცემი და გადახდის…
…აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მისი საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე კანონის 90-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, “თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარად არასაკმარისია ამ კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული და…
…ასევე გაიზიარა შპს,,...” მსჯელობა მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე, დღგ-ს გადასახადში დარიცხული ძირითადი თანხის, 1 083,6 ლარისა და ამ თანხის ადეკვატური ჯარიმისა და საურავის გაუქმების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, რომ საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად (2003 წლის რედაქცია), დამატებითი ღირებულების გადასახადი (შემდგომში დღგ) როგორც არაპირდაპირი გადასახადი არის საქართველოს…
…მიმღების უფლება, ჩათვლოდა დღგ-ს თანხა გადახდილად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად დღგ განეკუთვნებოდა საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, იგი, როგორც პირდაპირი გადასახადი, იყო საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, სამუშაოს, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში…
…ჩათვლების გაუქმების შედეგად, მასზე საურავის დარიცხვა განხორციელდა უკანონოდ და აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის, როგორც ძირითად პრინციპებს, ისე მითითებული კოდექსის რიგი ნორმების მოთხოვნებს, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, დღგ, როგორც არაპირდაპირი გადასახადი, იყო საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, სამუშაოს, მომსახურების წარმოებისა…
…გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულყოფილად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა მცირე მეწარმის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად.…
…მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში. დავების განხილვის საბჭო: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად: 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 (ერთი) პროცენტით, გარდა…
…მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით,…
…მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1…
…49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31…
მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ— ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე