1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:
ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.
4. საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევა.
5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:
ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას – მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 85. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება 1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღ, რიცხვის ადგილის ომიხედვლით, რისთვისაც გაისცემას მიკრო ბიზნესის სერტიფიკატის. 2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ: ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს. გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. 3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. 4. საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევა. 5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში: ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაშის – მციკრეო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(42)
საქმე №ბს-839(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2025
…მოსარჩელის მითითებით, მან დ. გ-ასგან ავტომანქანა შეიძინა იმავე წესით, როგორითაც დ. გ-ამ - დ. ბ-ისგან, კერძოდ, გენერალური მინდობილობის საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს იპოთეკა/გირავნობის შესახებ აქტის გამოცემის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობოდა უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის…
საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
…ბ-ის მთელი ქონებისა და საგადასახადო გირავნობის ფარგლები, გირავნობის გავრცელების ობიექტური შესაძლებლობა ჯერ - დ. გ-ას, ხოლო შემდგომში გ. დ-ისათვის გადაცემულ ავტომანქანაზე. იპოთეკა/გირავნობის შესახებ აქტის გამოცემის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ამჟამად მოქმედი კოდექსის 239-ე მუხ.) თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობოდა უფლებამოსილ მარეგისტრირებელ…
…დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპეალაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ შპს „...ის“ მითითება საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლზე არ ასაბუთებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობას, რადგან სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლი ეხებოდა…
…უფროსის მოადგილემ 2006 წლის 13 თებერვალს №1106/03 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ითხოვა საჯარო რეესტრში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების…
საქმე №ბს-34-34(3კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.06.2012
…წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა საგადასახადო დავალიანების მქონე გადამხდელის ქონების მიმართ, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოეხდინა საჯარო რეესტრში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების…
საქმე №ბს-97-97(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2012
საქმე №ბს-80-80(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2012
…კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ, ფიზიკურმა პირმა საგადასახადო…
…მუხლით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 85-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, მიკრო ბიზნესის…
…გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდე ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის…
…და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 და 2023 წელს გადაააჭარბა 500 000 ლარიან ზღვარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამსიად გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2…
…3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს. საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად: 3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით…