1. ფიზიკური პირი:

ა) რომელიც იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით;

ბ) რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს საცხოვრებელი ადგილის ან საქმიანობის ადგილის მიხედვით.

2. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1) სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღეში გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №2).

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
, მიკრო ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოს მიერ სერ
ტიფიკატის გაცემის დღიდან და სტატუსის მინიჭების თარიღი უნდა დაფიქსირდეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ მიკრო ბიზნესის სერტიფიკატში.

4. სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი.

5. 2011 საანგარიშო წლის მიხედვით ფიზიკურმა პირმა მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად საგადასახადო ორგანოებს განცხადებით უნდა მიმართოს ამავე წლის 15 თებერვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პირობები, მისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსი მინიჭებულად ითვლება ამავე წლის 1 იანვრიდან.

6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფიზიკურ პირს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად საგადასახადო ორგანოს მიმართოს, როგორც 2011 საანგარიშო წლის მიხედვით, ასევე შემდგომი ნებისმიერი საანგარიშო წლის მიხედვით, ნებისმიერ დროს ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პირობები, მისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსი მინიჭებულად ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ სერ
ტიფიკატის გაცემის დღიდან.

7. ფიზიკურ პირი, რომელსაც გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი, უფლებამოსილია მომდევნო საგადასახადო წლიდან ამ სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

8. მიკრო ბიზნესის სტატუსის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში, ფიზიკურ პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით.

9. მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა
, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გამომდინარეობს „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის ნებადართული იმ საქმიანობიდან, რომლის მიხედვითაც მიღებული შემოსავლები არ გაითვალისწინება 30 000
-ლარიან ზღვარში.

10. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე
, საკუთარი ინიციატივით (განცხადებით მომართვის გარეშე) მიანიჭოს ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი და გადასცეს შესაბამისი სერ
ტიფიკატი
, თუ თვლის, რომ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს მიკრო ბიზნესისთვის დადგენილ მოთხოვნებ