1. საანგარიშო წლის განმავლობაში მიკრო ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართ
ი №3-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს;

გ) სხვა შემოსავლებისაგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა.

2. მიკრო ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას (საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება)
, შედგება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა (იხ
.: მე-2 მუხლის მაგალითი 1)
;
ბ) „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართ
ი №1-ით განსაზღვრული საქმიანობის სახეებიდან მიღებული შემოსავლებისგან, რომლებზეც 30 000 ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება. (იხ
.: მე-2 მუხლის მაგალითი 2)
.
3. მიკრო ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას:

ა) გაიანგარიშება საქრთველოს ს
აგადასახდო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლების გათვალისწინებით;

ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მიკრო ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში. (იხ: მე-2 მუხლის მაგალითი