ბრძანება N 24372

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2025
№ დოკუმენტი 24372
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24372

05 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ა(ა)იპ „--------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: ------- №-)

2025 წლის 23 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ა(ა)იპ „--------“-ის (ს/ნ ------) 2025 წლის 23 სექტემბრის №98116/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 აგვისტოს №007-240 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან 105 279 ლარი დღგ-ისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, მიუთითებს, რომ არასწორად დაერიცხა დღგ 18 250 ლარის ოდენობით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ შეცდომით დაუდეკლარირებელი თანხა წარმოადგენს 40 136 ლარს, ნაცვლად შემოწმების მიერ განსაზღვრული 57 340 ლარისა. შესაბამისად, მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად დაიბეგრა 17 204 ლარი საშემოსავლო გადასახადით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ კომპანია ანაზღაურებს ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებას, ხოლო შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნულ პირებს მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი. მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებსაც კომპანიამ გადაურიცხა 5 850 ლარი, გადახდის პერიოდში არ ჰქონდათ მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსი და შესაბამისად, აღნიშნული თანხა შემოწმებას არ უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11464 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ა(ა)იპ „--------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 აგვისტოს №19038 ბრძანება და 27 აგვისტოს №007-240 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 862 ლარი, მათ შორის, გადასახადი 64 778 ლარი, ჯარიმა 33 596 ლარი, საურავი 16 488 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე საზაფხულო ბანაკების ორგანიზება, ძირითადად ფიზიკა-მათემატიკის სწავლების მიმართულებით, ასევე, სხვა სატრენინგო მომსახურების გაწევა. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში საწარმოს გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები და დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს დაქირავებული თანამშრომლების მეშვეობით. შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და საბანკო ამონაწერების შესწავლით, გაცემულ ხელფასებს შორის გამოვლინდა სხვაობები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს დაქირავებული თანამშრომლებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დახმარებით. შემოწმების მიერ გადამხდელის საბანკო ანგარიშების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ადგილი აქვს გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების მიღების სანაცვლოდ ანგარიშსწორებას. აღნიშნული ხარჯი გადამხდელის მიერ არ არის მოგების გადასახადით დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 16 ოქტომბერს 12:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები და დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოწმების მიერ დღგისგან გათავისუფლებული ბრუნვების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დადგინდა რომ გადამხდელს გაწეული აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული მომსახურება, კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და სხვა სპეციალისტების უნარების გაძლიერება გენდერული ძალადობის იდენტიფიცირებაში. აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა „-----“ ----ის გრანტის ფარგლებში. შესაბამისად, შემოწმებამ არ დაბეგრა აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით, ხოლო კომპანიის მიერ გაწეული დანარჩენი ყველა მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს დაქირავებული თანამშრომლების მეშვეობით. შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და საბანკო ამონაწერების შესწავლით, გაცემულ ხელფასებს შორის გამოვლინდა სხვაობები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლის შესაბამისად ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადარიცხული თანხები იმ პირებზე, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებს და არ ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდე ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:

ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას – მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს დაქირავებული თანამშრომლებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დახმარებით. შემოწმების მიერ გადამხდელის საბანკო ანგარიშების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ადგილი აქვს გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების მიღების სანაცვლოდ ანგარიშსწორებას. აღნიშნული ხარჯი გადამხდელის მიერ არ არის მოგების გადასახადით დაბეგრილი. შედეგად, შემოწმების მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი თავისი საქმიანობას ახორციელებდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მეშვეობით. კომპანიის მიერ თანხების ძირითადი ნაწილი გადარიცხულია ერთ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე, რომელმაც 2024 წლის 21 ოქტომბერს მიმართა საგადასახადო ორგანოს მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებაზე და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი გაუუქმდა 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2024 წლის პირველი ნოემბრიდან. შესაბამისად, აღნიშნულ პირს ოქტომბრის თვეში არ გააჩნდა არც მიკრო ბიზნესის და არც მცირე ბიზნესის მქონე პირის სტატუსი. ამასთან, შემოწმების მიერ, სამი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის შესწავლით, დადგინდა, რომ ოქტომბრის საანგარიშო პერიოდშიც ფიქსირდება გადარიცხული თანხები, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ა(ა)იპ „--------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა რომ გადამხდელს გაწეული აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული მომსახურება, შესაბამისად, შემოწმებამ არ დაბეგრა აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით, ხოლო კომპანიის მიერ გაწეული დანარჩენი ყველა მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს დაიბეგრა დღგ-ით.

გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს დაქირავებული თანამშრომლებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დახმარებით. გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და საბანკო ამონაწერების შესწავლით, გაცემულ ხელფასებს შორის გამოვლინდა სხვაობები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. აგრეთვე გადამხდელის საბანკო ანგარიშების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ადგილი აქვს გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების მიღების სანაცვლოდ ანგარიშსწორებას. აღნიშნული ხარჯი გადამხდელის მიერ არ არის მოგების გადასახადით დაბეგრილი. შედეგად, შემოწმების მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 101; 154; 982 .