ფიზიკური პირი:

ა) თუ იგი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით;

ბ) თუ იგი არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, მაშინ:

ბ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს საცხოვრებელი ადგილის ან საქმიანობის ადგილის მიხედვით;

ბ.ბ) სხვა შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევისა, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და აღნიშნული რეგისტრაციის შემდეგ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

2. ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და სურს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი, მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის საგადასახადო ორგანოს მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. თუ 2011 წლის პირველი იანვრისთვის დღგ-
ის გადამხდელად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირის ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 2011 წლის 15 თებერვლამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირი 2011 წლის პირველი იანვრიდან ჩაითვლება მცირე ბიზნესის სატატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით აღნიშნულ შემთხვევაში:

ა) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, იბეგრება დღგ-ით, რადგან განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება (მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის);

ბ) პირი ვალდებულია, მიუხედავად მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისა, შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

გ) მიმდინარე საგადასახადო წლის 1 იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლები ასევე ასახოს მიმდინარე წლის ამ ბრძანებით დამტკიცებული „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმისა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი“ ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის წლიური საშემოსავლო დეკლარაციაში და დაბეგროს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

5. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1) სტატუსის მინიჭების თაობაზე და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღეში გასცემს მცირე ბიზნესის სერ
ტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №3).

6. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
, მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოს მიერ სერ
ტიფიკატის გაცემის დღიდან. სტატუსის მინიჭების თარიღი უნდა დაფიქსირდეს საგადასახადო ორგანოს მიერ მცირე ბიზნესის სერტიფიკატში.

7. მცირე ბიზნესის სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი.

8. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) თუ სტატუსის გაუქმებიდან მომავალი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სტატუსის გაუქმებიდან 12 კალენდარული თვის მომდევნო წლიდან
, თუ პირი არ არის დღგ-
ის გადამხდელი.

მაგალითი 1:

პირობა:

ჯონდის 2011 წელის 25 ოტომბერს გააუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, ვინაიდან გადააჭარბა დღგ-
ის მიზნებისთვის დადგენილ 100 000
-ლარიან ზღვარს და ვალდებული გახდა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნული პერიოდიდან 2012 წლის 26 ოქტომბრამდე მისმა დასაბეგრმა ოპერაციების საერთო თანხამ შეადგინა 90000 ლარი. აქედან გამომდინარე
, ჯონდიმ გადაწყვიტა მცირე ბიზნესის სტატუსის აღდგენა.

ანალიზი:

ჯონდიმ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით 2012 წლის 26 ოქტომბერს მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, რომელიც გაუუქმდა ამ საანგარიშო პერიოდის შემდგომი თვიდან, ამ შემთხვევაში 2012 წლის 1 ნოემბრიდან. დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების დღის მომდევნო სამუშაო დღეს
, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით
, საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

შედეგი:

ჯონდის მცირე ბიზნესის სტატუსი კვლავ მიენიჭება 2012 წელს.

შენიშვნა: აღნიშნული მაგალითის შესაბამისად დაშვებულია, რომ ჯონდი არ იმყოფება კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე.

9. მცირე ბიზნესის სტატუსის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში ფიზიკურ პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით.

10. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე მეწარმე ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია შეიტანება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაშ