1. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ საქართველოს მთავრობის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით
, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას:
ა) შედგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან;
ბ) იბეგრება 3%-ით, თუ:
ბ.ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ამ ნაწილში აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ.ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.
გ) სხვა შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ბ“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, იბეგრება 5%-ით.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას:
ა) გაიანგარიშება საქრთველოს სგადასახდო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით
, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლების გათვალისწინებით;
ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში.
მაგალითი 1:
პირობა:
ჯონდის აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ
, ფლობს „მინი -მარკეტს“
, სადაც ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას და საიდანაც წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 90000 ლარს. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:
X საწარმოსაგან, რომელზეც გასესხებული აქვს თანხა, მიიღო შემოსავალი 6000 ლარის ოდენობით პროცენტის სახით.
გაყიდა საცხოვრებელი სახლი 62000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 50000 ლარად.
გერმანული საწარმოდან, რომელშიც ფლობს 5%-იან წილს, დივიდენდის სახით მიიღო 13000 ლარის შემოსავალი.
ქართული საწარმოსგან, სადაც მუშაობს კონსულტანტად, ხელფასის სახით მიიღო 15000 ლარის შემოსავალი.
ანალიზი:
ამ შემთხვევაში ჯონდის საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი არის განსაზღვრული მთავრობის მიერ, როგორც ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი.
ხელფასის სახით მიღებულ
ი შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას.
შედეგი:
საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 5%-იანი განაკვეთით (90000*5%), ხოლო სხვა შემოსავლები ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისად, ანუ
:
პროცენტი დაიბეგრება – პროცენტისთვის დადგენილი 5%-იანი განაკვეთით (6000*5%), ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი (62000-50000) 20%-იანი განაკვეთით (12000*20%), ხოლო დივიდენდი არის უცხოეთიდან მიღებულ შემოსავალში და შესაბამისად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს კი ქართული საწარმო ჯონდის დაუკავებს წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით (3000 ლარის ოდენობით).
მაგალითი 2:
პირობა:
პირობები იგივეა
, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ჯონდის გააჩნია საქართველოში ვაჭრობიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალთან დაკავშირებული 60%-ის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
შედეგი:
საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 3%-იანი განაკვეთით (90000*3%), ხოლო სხვა შემოსავლები ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისად.
მაგალითი 3:
პირობა:
პირობები იგივეა
, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ ჯონდი ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.
შედეგი:
საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 3%-იანი განაკვეთით (90000*3%), ხოლო სხვა შემოსავლები
– ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისა