1. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ საქმიანობის განხორციელება −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012