მუხლი 2884. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და არასწორად წარდგენა
თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
1. დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლა, რაც გამოწვეულია საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობით, დაგვიანებით წარდგენით ან/და არასწორად წარდგენით, –
იწვევს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება, თუ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია წარდგენილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3015 - ვებგვერდი, 30.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
…პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება, დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით დეკლარაციის გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო. ამავე კოდექსის 2884 მუხლის თანახმად კი, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და…
…დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. რაც შეეხება, საჩივარში მითითებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-10 ნაწილს, აღნიშნული ნორმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2884 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს, რომელმაც ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმის ერთობლივი…
…საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 10. ამ კოდექსის 2884 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს, რომელმაც ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმის ერთობლივი შემოსავლიდან…
…(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 811 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 153-ე მუხლის 41 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 269-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ კოდექსის 2884 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს, რომელმაც ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმის ერთობლივი შემოსავლიდან…