განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001833678
საქმე №1ბ/646-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის, სოფoკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-----– ს-------ის
გამართლებულის: ო----- პ------–ის
ადვოკატების: კ------- ყ------ის და მ--–---- ს--–----ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ო----- პ------–ის მიმართ. ო----- პ------–ი დაბადებულია 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ-------–--–------–--------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–--------------–--------------ში.
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ო----- პ------–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ო----- პ------–ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის მარტში შპს ,,ვ---------–-----ის“ დამფუძნებელმა ლ---- ჩ-------ემ კომპანიაში მისი კუთვნილი 10% გაასხვისა ზ----- მ-----–---ზე. საზოგადოების დირექტორმა ო----- პ------–მა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ 29 800 აშშ დოლარი სესხის სახით გაცემული იყო ლ---- ჩ-------ეზე და ახალი დამფუძნებლის - ზ----- მ-----–--ის ნების საწინააღმდეგოდ აღნიშნული ფულადი თანხა ბუღალტრულად ასახა ამ უკანასკნელის მიერ საზოგადოებისგან სესხის სახით აღებულ თანხად. მანვე ზ----- მ-----–---ს, როგორც კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელს, 2009-2012 წლებში დივიდენდის სახით გამოუყო ფულადი თანხა 49 903 ლარი, რომლის ნაწილიც - 22 021 ლარი არ გასცა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაუქვითა ლ---- ჩ-------ეს სესხში, რითიც დივიდენდის მესაკუთრეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიაყენა ზიანი 22 021 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის 2015 წლის 03 ივლისს ო----- პ------–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თუმცა, მისი, როგორც შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორის ორგანიზებით, კომპანიის ბუღალტერმა განაგრძო არასწორი ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო მონაცემების შეტანა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში და ფიქტიურად გაწერილი 29 800 აშშ დოლარის თითქოსდა უპროცენტო სესხის მიღების შებამისი სარგებლის ბუღალტრული ასახვა, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზ----- მ-----–---ს, რაც გამოიხატა საგადასახადო ორგანოებში ზ----- მ-----–--ის სახელზე არარსებული სარგებლის შესახებ ოფიციალური ჩანაწერების შექმნაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:
ო----- პ------–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25-ე, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
ო----- პ------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მ-----– ს-------ემ და მოითხოვა ო----- პ------–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ო----- პ------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25-ე, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ო----- პ------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- ყ------მა და მოითხოვა ო----- პ------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გამამართლებელი განაჩენი ო----- პ------–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ო----- პ------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი - დადასტურებულია საქმეში არსებული და პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები და დადასტურებული იქნა, რომ 1996-1997 წლებში ზ----- მსხვილაძის მამამ ზ------ მ-----–---მ შეიძინა შპს ,,ვ---------–-----ის“ წილის 10%, რომელიც გააფორმა ოჯახის ახლობელ ლ---- ჩ-------ის სახელზე, რომელიც იმავე კომპანიაში მუშაობდა ბუღალტრად. 2008 წლის 27 მარტიდან კი ზ----- მსხვილაძე გახდა ხსენებული შპს-ს პარტნიორი და ლ---- ჩ-------ეზე გაფორმებული 10% წილის მფლობელი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- მ-----–---მ განმარტა, რომ მის მიერ შეძენილი 10%-იანი წილი იყო უფლებრივად უნაკლო, ანუ მას არანაირი ვალდებულება არ მოჰყვებოდა. 2009 წლის მაისში ნახა ცხრილი, რომელშიც ასახული იყო სესხების გადახდის წესი და მაშინ შეიტყო, რომ ლ---- ჩ-------ეს 2005 წელს აღებული ჰქონია სესხი, რომელსაც იხდიდნენ პარტნიორები მისაღები დივიდენდების მეშვეობით. მოწმემ განმარტა, რომ სესხებზე და მის დაფარვაზე ყოველთვის იყო საუბარი, თუმცა არ არსებობდადოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ---- ჩ-------ეს მართლაც აღებული ჰქონდა სესხი. მოწმემ დაადასტურა, რომ პარტნიორებისთვის ცნობილი იყო, რომ ლ---- ჩ-------ე იყო წილის მფლობელი ფორმალურად და მას ჰქონდა შეთანხმება ზ----- მ-----–--ის ოჯახთან.
მოწმის სახით დაკითხულმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ ყველა მათგანის თანხმობით დადგინდა აღებული სესხის დაფარვის წესი. პარტნიორებმა დირექტორს გადასცეს მათ მიერვე შედგენილი სესხების ამსახველი ე.წ. შავი ჩანაწერები, რომელთა საფუძველზეც მოხდა სესხების ბუღალტრულად ასახვა და არც ერთ პარტნიორს არ გამოუთქვამს პრეტენზია დივიდენდებიდან სესხის თანხის დაქვითვასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია, რომ 2009, 2012 და 2015 წლების რევიზიის აქტებში მითითებულია, რომ მათი მომზადებისას რევიზორები დაეყრდნენ საწარმოს პარტნიორების და დირექტორის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ანუ რევიზორებს რაიმე სხვა დოკუმენტი გარდა იმისა, რაც სიტყვიერად და ე.წ. შავი ჩანაწერების სახით მიაწოდეს პარტნიორებმა, არ გააჩნდათ.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმე პ----- ნ--–-----ემ დაადასტურა, რომ ზ------ მ-----–---მ 2000 წელს კომპანიაში შეიძინა გარკვეული წილი, რაც აღირიცხა ლ---- ჩ-------ის სახელზე, რომელიც 1999 წლიდან კომპანიაში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა. ზ------მა განუცხადა, რომ ლ---- იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც შპს-ში მის წილს მართავდა და მიაწვდიდა საჭირო ინფორმაციას. 2005 წელს კომპანიამ ბანკისგან აიღო ნახევარ მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. დაახლოებით 1 თვეში ზ------ მ-----–---მ დაურეკა დირექტორ გ------ ქ-–---–---–ს და მისგან თანხის ნაწილი სესხად წაიღო. 2006 წელს კი, როდესაც თავად პ----- ნ--–-----ე იყო შპს-ს დირექტორი, ზ------ მ-----–---მ მისგანაც წაიღო ბანკიდან აღებული სესხის თანხიდან დაახლოებით 15 000 ან 18 000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში ზ------ მ-----–---ს წაღებული აქვს 29 800 აშშ დოლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ სესხი აღებული ჰქონდა სხვა პარტნიორებსაც და მისი დაფარვა ხდებოდა დივიდენდებიდან. პარალელურად ეტაპობრივად მიმდინარეობდა მშენებლობა. ამიტომ მოწილეებმა გადაწყვიტეს, თანხები დაეფარათ ყოველთვიურად, თუნდაც იმ მინიმალური ოდენობით, რა ვალდებულებაც ჰქონდათ ბანკის წინაშე. პარტნიორების მიერ თანხის აღებასთან და შემდგომ დივიდენდებიდან სესხის დაფარვასთან დაკავშირებით წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა. შეთანხმება მოხდა ზეპირი ფორმით. შავი ჩანაწერები ჰქონდა თითოეულ პარტნიორს. 2008 წელს ზ------ მ-----–---მ პ----- ნ--–-----ეს და თ------ პ------–ს განუცხადა, რომ პარტნიორებიდან გადიოდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი ლ---- ჩ-------ე და მის სახელზე დარეგისტრირებულ 10%-ს გაუფორმებდა თავის ქალიშვილს ზ----- მ-----–---ს, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა და ყველა ვალდებულებას შეასრულებდა, მათ შორის სესხსაც გადაიხდიდა. 2009 წლის აპრილში კომპანიის დირექტორად დაინიშნა ო----- პ------–ი. ვინაიდან არ არსებობდა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რაც ასახავდა პარტნიორების მიერ აღებულ სესხს და მისი გასტუმრების ვალდებულებას, მოიწვიეს კრება და ეს უკანასკნელი ჩააყენეს საქმის კურსში, ვის რა რაოდენობის თანხა ჰქონდა გატანილი კრედიტის სახით და ვის რამდენი უნდა დაქვითვოდა ყოველთვიურად დივიდენდიდან. კრედიტების დაქვითვა ხდებოდა ჯერ კიდევ 2005 წლიდან. ო----- პ------–მა კი ეს განაგრძო 2009 წლის აპრილიდან.
პ------–ი ინსტანციის სასმართლოს სხდომაზე მოწმე გ------ ქ-–---–---–მა მიუთითა, რომ 1998-1999 წლებში იყო კომპანიის დირექტორი. ბუღალტერი იყო ლ---- ჩ-------ე. გაარკვია, რომ კომპანიაში ეს უკანასკნელი შსს მე-7 განყოფილების უფროსმა ზ------ მ-----–---მ მიიყვანა. ზ------ მ-----–--ის შვილი ზ----- მ-----–--- საზოგადოების უშუალო პარტნიორი გახდა 2001 წელს. მანამდე ზ------ მ-----–--ის წილი ლ---- ჩ-------ის სახელზე იყო გაფორმებული. 2005 წელს შპს-მ ბანკში აიღო კრედიტი მაღაზიების ასაშენებლად, თუმცა სესხიდან პარტნიორებმა თანხის ნაწილი პირადი მოხმარებისთვის გაიტანეს. სესხის ძირითადი თანხა მოხმარდა მაღაზიების მშენებლობას. პირადი მოხმარებისთვის ზ------ მ-----–---ს დაახლოებით 29 000 აშშ დოლარი ჰქონდა აღებული. თანხის ნაწილის გატანისას კომპანიის დირექტორი თავად გ------ ქ-–---–---–ი იყო, ნაწილის გატანისას კი - პ----- ნ--–-----ე. თანხების გაცემაზე და შემდეგ დივიდენდიდან თანხის დაკავებასთან დაკავშირებით რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა. აღნიშნულზე პარტნიორები სიტყვიერად შეთანხმდნენ. დივიდენდების გადახდისას ყველამ იცოდა, ვის რამდენი ჰქონდა დაკავებული და ვის რამდენი ჰქონდა გადასახდელი. გატანილ და შეტანილ თანხებთან დაკავშირებით აკეთებდნენ ჩანაწერებს. დივიდენდიდან ყველას უკავებდნენ გადასახადს. 2008 წელს დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ზ----- მ-----–---მ ლ---- ჩ-------ისაგან 100 აშშ დოლარად იყიდა წილი, რაც შემდგომ 200 000 აშშ დოლარად გაყიდა მ--------- ხ-------ზე. 2009 წელს საზოგადოების წევრების ინიციატივით დირექტორად დაინიშნა ერთ-ერთი მეწილის ძმა, ფინანსისტი - ო----- პ------–ი. მისი დირექტორობის დროს საზოგადოების შემოსავლები გაიზარდა და ბევრი საკითხი მოაწესრიგდა. ო----- პ------–ს დოკუმენტები არ გაუყალბებია, რადგან წილი უზრუნველყოფილი იყო სესხით. ამასთან, როდესაც ზ-----მ მ-----–---მ წილი გაყიდა, ახალ მყიდველს მ--------- ხ-------საც გადაჰყვებოდა სესხის გადახდის ვალდებულება.
პ------–ი ინსტანციის სასმართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ს----–-- გ-----მა განმარტა, რომ დაახლოებით 1998 წელს შსს მე-7 განყოფილებაში შეხვდა ზ------ მ-----–---ს, რომელმაც განუმარტა, რომ ჰქონდა კონტეინერები და დაინტერესებული იყო საზოგადოების წილის მიღებით. ამასთან, შეპირდა, რომ კომპანიას გაუწევდა მფარველობას. იყიდა წილის 10%, რომელიც გააფორმა მის მიერვე მიყვანილ ბუღალტერ ლ---- ჩ-------ის სახელზე. 2005 წელს შპს ,,ვ---------–-----მა“ ბანკიდან აიღო სესხი - დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რაც ესაჭირეობოდა მშენებლობისათვის. თუმცა თანხის გარკვეული ნაწილი პარტნიორებმა აიღეს პირადი მიზნებისთვის. მ-----–---მ ჯამში აიღო 30 000 აშშ დოლარი. პარტნიორების მიერ აღებულ თანხებთან დაკავშირებით არსებობდა მხოლოდ შავი ჩანაწერები. ყველა პარტნიორმა იცოდა, ვის რამდენი ჰქონდა გატანილი და რამდენი უნდა დაფარულიყო დივიდენდიდან. 2008 წელს ზ------ მ-----–---მ ს----–-- გ-----ს და პ----- ნ--–-----ეს უთხრა, რომ ლ---- ჩ-------ეზე რეგისტრირებული 10% უნდა გადაეფორმებინა მის შვილზე - ზ----- მ-----–---ზე. ამასთან, ზ------მა თქვა, რომ მის მიერ აღებულ თანხებს ჩვეულებისამებრ დაფარავდა. 2009 წელს პარტნიორთა თხოვნით კომპანიის დირექტორად დაინიშნა პარტნიორ თ------ პ------–ის ძმა ო----- პ------–ი, რადგან ეს უკანასკნელი იყო საგადასახადო ინსპექციაში ნამუშევარი. მისი მისვლისთანავე ჩატარდა პარტნიორთა კრება და შედგა ოქმი. შეხვედრაზე მას აცნობეს არსებული სესხისა და პარტნიორთა მიერ აღებული თანხების შესახებ. ო----- პ------–ის დირექტორობის პერიოდში შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი ფურცელზე აფიქსირებდა მის მიერ აღებულ თანხებს, რასაც აძლევდნენ ბუღალტერს და ეს უკანასკნელი აღრიცხავდა. ჩანაწერებში ლ---- ჩ-------ეზე სესხის სახით დაფიქსირებული იყო დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა გ------ ხ-------მა განმარტა, რომ დაახლოებით 2000 წელს ბაზრობაზე გაიცნო ზ----- მ-----–---, რომელსაც კომპანიიდან პარტნიორების მსგავსად აღებული ჰქონდა სესხი - დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი, რასაც შემდგომ ფარავდნენ მიღებული დივიდენდებიდან - პირადი შემოსავლებიდან. ლ---- ჩ-------ე იყო ზ----- მ-----–--ის წარმომადგენელი. სესხი აიღეს როგორც ფიზიკურმა პირებმა და იგი უნდა დაეფარათ მიუხედავათ იმისა, აიღებდნენ თუ არა დივიდენდს. სესხის აღებისას ხელშეკრულება არ შემდგარა. პარტნიორებმა კომპანიის დირექტორიდ მოიწვიეს ო----- პ------–ი და კრებაზე გადასცეს სია, სადაც ეწერა, ვის რა რაოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, რათა შემდგომ დაქვითულიყო მათი შემოსავლებიდან. ო----- პ------–ის დირექტორად დანიშვნის შემდეგ კომპანიის შემოსავლები გაიზარდა.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------- კ-----მ განმარტა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა შპს ,,ვ---------–-----ში“. 2000 წელს დარეგისტრირდა, როგორც დამფუძვნებელი და მისი წილი შეადგენს 15%-ს. 1998 წელს 5-8 თვით იყო კომპანიის დირექტორი. 1998 წლიდან დაახლოებით 2005-2006 წლებამდე პერიოდში ლ---- ჩ-------ე იყო ბუღალტერი, რომელიც 2000 წელს ასევე გახდა დამფუძვნებელი 10%-ით. როგორც დამფუძვნებელი, ის იღებდა კრებებში მონაწილეობას. შემდეგ კი თავისი წილი გადააწერა ზ----- მ-----–---ს. კომპანია პ------– ეტაპზე, მათ შორის მისი დირექტორობის დროს, იყო ზარალზე და ჰქონდათ დავალიანება, მოგებაზე გავიდა 2004-2005 წლებიდან. ერთჯერადად ყველაზე მეტი დივიდენდი აიღო 2009 წელს ო----- პ------–ის დირექტორობის პერიოდში - წლიური დაახლოებით 24 000 თუ 28 000 ლარი. შემდეგ ხარჯებმა იმატა და 2010-2011 წლებში აიღო წლიური მხოლოდ 8000 ლარი. დივიდენდის აღებისას დგებოდა დოკუმენტი, სადაც ასახული იყო მისი ოდენობა. დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით კომპანიამ 2005 წელს სს ,,პ-----------------------“ ეტაპობრივად აიღო მიზნობრივი სესხი მაღაზიების ასაშენებლად. აღნიშნული სესხის თანხიდან მას პირადად არ აუღია თანხა სესხის სახით, თუმცა შეიტყო, რომ თანხებს პარტნიორები იღებდნენ. მათ შორის იყო ლ---- ჩ-------ეც. სალარო გასავლის ორდერები, რომელზეც მითითებულია, რომ 2005 წლის 29 აპრილს მის სახელზე გაცემული იქნა 10 000 ლარი, 2006 წლის 30 დეკემბერს - 3000 ლარი, 2005 წლის 31 მარტს - 5020 ლარი, 2005 წლის 31 იანვარს - 9000 ლარი და სხვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. მას არ აუღია მითითებული თანხები და ხელიც არ მოუწერია დოკუმენტებზე. აღნიშნული სალარო გასავლის ორდერები წარუდგინა ზ----- მ-----–---მ და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მათში მითითებული აღნიშნული თანხები აღებული. ეს დოკუმენტები ასახავს 2005-2007 წლის მონაცემებს, როცა ო----- პ------–ი მათ კომპანიაში ჯერ კიდევ არ მუშაობდა.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---- ბ------ამ დაადასტურა, რომ 2009-2011 წლებში მუშაობდა შპს „ვ---------–-----ში“ ბუღალტრის თანამდებობაზე. ასევე ბუღალტრად მუშაობდა ნ-----–- ქ-–---–---–ი. ამ უკანასკნელს მისთვის რაიმე პ------–ადი ბუღალტრული დოკუმენტაცია არ გადაუცია, რადგან შპს-ს ამოწმებდა საფინანსო საგამოძიებო სამსახური და დოკუმენტები ჰქონდათ წაღებული. დოკუმენტები დააბრუნეს მოგვიანებით, რა დროსაც ჰქონდა მცდელობა, მათ გაცნობოდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. კომპანიის დირექტორი იყო ო----- პ------–ი, რომელსაც უნდოდა, მოეწესრიგებინა სიტუაცია. შეიძინეს კომპიუტერები, ჩაწერა საბუღალტრო პროგრამა - ,,SuperFin-ი“ და ა.შ. კომპანიის ნაშთებთან, შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს იღებდა დირექტორისგან. კომპანიას ჰქონდა სესხი სს ,,პ------------------ში“, რაც საბუღალტრო ამონაწერშიც ჩანდა. როგორც დირექტორისგან იცის, აღნიშნული თანხიდან დამფუძნებლებზე გაცემული იყო სხვადასხვა რაოდენობის თანხები, თუმცა ამის დამადასტურებელი სესხის ხელშეკრულება საბუღალტრო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ უნახავს. თითოეული პარტნიორის სესხის ოდენობებთან დაკავშირებით დირექტორმა მისცა არაოფიციალური დოკუმენტი სესხების ოდენობის შესახებ, რომლებიც ასახა ბუღალტრულ პროგრამაში. გარდა ამისა, შეიმუშავეს სესხის დაბრუნების გრაფიკი. ყოველთვიურად ხდებოდა დივიდენდიდან დამფუძნებლების მიერ აღებული სესხის პროცენტულად ჩამოჭრა. დოკუმენტურად ჯერ გაიცემოდა დივიდენდი და შემდეგ ხდებოდა სესხის ჩამოჭრა. ჩამოჭრის შემდეგ დარჩენილ თანხას იღებდა დამფუძნებელი დივიდენდის სახით. დივიდენდის მიმღებმა პირებმა იცოდნენ, რომ სესხის გამო გარკვეული რაოდენობის თანხა უკავდებოდათ. მათთვის ცნობილი იყო დაკავებული თანხის ოდენობაც. ისინი ინტერესდებოდნენ და ხშირად კითხულობდნენ ბუღალტერიაში სესხის დაფარვის გრაფიკს და დარჩენილი სესხის რაოდენობას. არ სმენია დამფუძნებლების პრეტენზია ან ნათქვამი, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი სესხი. კომპანიის დამფუძნებლებზე სესხის გაცემა მოხდა დაახლოებით იმ დროს, როდესაც შპს ,,ვ---------–-----მა“ აიღო სესხი სს ,,პ-------------------დან“. იმ პერიოდში კი ო----- პ------–ი არ იყო დირექტორი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---- ბ---------ამ განმარტა, რომ 2011 წლიდან ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვ---------–-----ს“ უწევს აუდიტორულ მომსახურებას საგადასახადო კუთხით. კომპანიას ჰყავდა ბუღალტერი ნ-----–- ქ-–---–---–ი. მანამდე კომპანიის ბუღალტერი იყო ი---- ბ------ა, რომელიც სარგებლობდა პროგრამა ,,SuperFin-ით“. თავად იყენებდა პროგრამა ,,ორისს“. შესაბამისად, ნაშთები რაც არსებობდა ,,SuperFin-ში“, გადაიტანა ,,ორისში“. ფიზიკურად საბუთების გადაბარება არ მომხდარა, საბუთები იყო პროგრამაში. სესხის ხელშეკრულება ნანახი არ აქვს. მისი მუშაობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ მოხდა დივიდენდის გაცემა. დივიდენდის გაცემისას ავტომატურად იჭრება საშემოსავლო გადასახადი და სესხი. აღნიშნული პროცედურა შეეხო ყველას, ვისაც ჰქონდა დავალიანება. პროგრამა ,,SuperFin-ში“ ჩანდა დივიდენდები და სასესხო დაკავებები. პარტნიორებს ყოველთვიურად ეჭრებოდათ დივიდენდიდან და პრეტენზია არავის გამოუთქვას.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ გ------–--ემ განმარტა, რომ 1994 წლიდან არის ნოტარიუსი. 2008 წლის 27 მარტს მიმართეს ზ----- მ-----–---მ და შპს „ვ---------–-----ის“ პარტნიორმა ლ---- ჩ-------ემ. მოითხოვეს 10 პროცენტიანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ 2008 წლის 27 მარტს შეადგინა სანოტარო აქტი რეესტრის ნომრით 1-5140. გამყიდველი იყო ლ---- ჩ-------ე, ხოლო მყიდველი - ზ----- მ-----–---. მხარეებს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია იმ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, რაც წილის გასხვისებას შეიძლება მოჰყოლოდა. სანოტარო აქტი ხმამაღლა წაუკითხა, რის შემდეგაც მხარეებმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ნასყიდობის ფასი და წილის ოდენობა. დანართს თან ახლავს პარტნიორთა კრების ოქმი და რეესტრიდან ამონაწერი წილის თაობაზე, რომლის თანახმადაც წილი არ არის სამართლებრივად დატვირთული რამე ვალდებულებით. სესხი წილთან დაკავშირებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სესხის თანხის უზრუნველსაყოფად დებს ქონებას. ამ შემთხვევაში წილი არ იყო დატვირთული. ამას ადასტურებდა შესაბამისი დოკუმენტიც. ამასთან, გამყიდველს არ განუმარტავს, რომ წილს ჰქონდა რაიმე ვალდებულება. ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამონაწერში ასახული იქნებოდა ვალდებულება, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ იყო. სანოტარო აქტის მეორე მუხლის მეორე პუნქტში მხარეთა თხოვნის საფუძველზე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საგანი უფლებრივად აღმოჩნდება ნაკლის მქონე, გამყიდველს დაეკისრებოდა მყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გაყიდული წილი იყო ვალდებულებებისაგან თავისუფალი, უნაკლო, რაც დასტურდებოდა ამონაწერითა და ცნობით, რომელიც დევს სანოტარო საქმეში.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ო----- პ------–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ 2009 წლის აპრილიდან დამფუძნებელ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დაინიშნა შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორად. კომპანიაში მისვლისას ფინანსურ პოლიციას რამდენიმე კვირით ადრე დაწყებული ჰქონდა შემოწმება და წაღებული იყო დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები. შესაბამისად, რაიმე მონაცემებზე ხელი არ მიუწვდებოდა. მოწილეებმა აცნობეს არსებული ვითარება, უთხრეს, რომ კომპანიას ჰქონდა სესხი, საიდანაც აიღეს კრედიტები. ჩამოუწერეს თოთოეული პარტნიორის მიერ აღებული თანხის ოდენობა. 2009 წლის 14 აპრილს შეკრიბა დამფუძვნებელი პარტნიორები და ჩაატარა კრება, რა დროსაც გააცნო მათ მიერვე მიწოდებული მონაცემები და თითოეულ მათგანს განუმარტა, რამდენი და როდის ჰქონდა გატანილი. არცერთ წევრს არ გამოუთქვამს პრეტენზია. მან ასევე აუხსნა, როგორ მოხდებოდა თანხების დაკავება: გამოიწერებოდა ხელფასი, საიდანაც მოხდებოდა ჯერ ბიუჯეტთან, შემდეგ კი ბანკთან ანგარიშსწორება და ამის შემდეგ დარჩენილი თანხა დივიდენდის სახით გადაეცემოდათ ხელზე. აღნიშნული კრება იყო 100 % დასწრებით და პრეტენზია არავის განუცხადებია. კრებას ესწრებოდა ასევე ზ----- მ-----–---ც. დაიწყეს მუშაობა მის მიერ შეთავაზებული მეთოდით. საგადასახადო კანონი უპროცენტოდ გაცემულ სესხს განიხილავს, როგორც ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, რადგან მოცემულ შემთხვევაში კრედიტები გაცემული იყო უპროცენტოდ, 2009-2010 წელს დაერიცხათ ჯარიმა. აღნიშნულის შემდეგ აუდიტორულ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება და დღემდე ეს უკანასკნელი აწარმოებს ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშსწორებას. დივიდენდზე სარგებლის დარიცხვა არის საგადასახდო კოდექსის მოთხოვნა. შპს ,,ვ---------–-----მა“ პარტნიორ ფიზიკურ პირებზე გასცა უპროცენტო სესხი. საგადასახო ნორმათა გათვალისწინებით ფიზიკურმა პირებმა მიიღეს უსასყიდლო მომსახურება, რომელიც გათანაბრებულია ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალთან. შესაბამისად, სესხის გამცემი ვალდებულია სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადით. სწორედ აღნიშნული იქნა განხორცილებული მის მიერ. ო----- პ------–მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2012 წლის შემდეგ საგადასახდო აუდიტმა შეამოწმა კომპანია და დარღვევა აღარ გამოვლენილა. სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებით პრეტენზია არცერთ პარტნიორს არასდროს დაუფიქსირებია. ბანკიდან აღებული მიზნობრივი სესხიდან პარტნიორებმა აიღეს თანხები, თუმცა ოფიციალური დოკუმენტაცია ამის შესახებ არ არსებობდა და პარტნიორები ზეპირად შეთანხმდნენ. დოკუმენტად მიიღო ის, რაც დაუწერეს დამფუძნებელმა პარტნიორებმა. კონკრეტული დასარიცხი თანხა კი ადუტორულმა ფი----მ დაიანგარიშა.
წილის ნასყიდობის 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ვ---------–------ის“ პარტნიორმა ლ---- ჩ-------ემ საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი წილი 10% მიჰყიდა ზ----- მ-----–---ს და ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი - 100 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველზე გადავიდა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა, მათ შორის საზოგადოებიდან მოგების მიღების უფლება; 2.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანი არის უფლებრივად უნაკლო: ა) ამ ხელშეკრულების დადებამდე ნასყიდობის საგანი არ გაუსხვისებია, არ დაუგირავებია და მესამე პირებს არ შეიძლება, რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ დათმობილი წილის მიმართ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2---------წ გაცემული №0----------- ცნობით; 2.2. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდება უფლებრივად ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულია, აუნაზღაუროს მყიდველს მიყენებული ზიანი; 4.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა კრების 2009 წლის 14 აპრილის №4 ოქმის თანახმად, კრების დღის წესრიგი შედგებოდა სხვადასხვა საკითხისაგან, მათ შორის საკითხი N- ითვალისწინებდა სავარაუდო დივიდენდების ყოველთვიური განაწილების პოლიტიკის განსაზღვრას. აღნიშნულ საკითხზე გადაწყდა: კრებაზე დამსწრე პარტნიორებმა (პ.ნ--–-----ე, თ.პ------–ი, მ.ხ-------ის წარმომადგენელი ს--------- გ. ქ-–---–---–ი, ვ. ქ-–---–---–ი, ი------------ის, ნ. თ------ას, ნ. კ-----სა და ზ. მ-----–--ის წარმომადგენელი გ.ე-----–--ე) ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დივიდენდების განაწილება პარტნიორებზე მოხდეს ყოველთვიურად ხარჯების გაქვითვით მოგების 60%-ის ოდენობით.
შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა კრების 2009 წლის 12 ოქტომბრის №- ოქმის
თანახმად, კრების დღის წესრიგი შედგებოდა სხვადასხვა საკითხისაგან, მათ შორის საკითხი N- ეხებოდა 2004-2009 წლებში მონაწილეების მიერ წილების შეუსაბამო თანხების გატანას. პარტნიორებმა მოითხოვეს დღის წესრიგის მე-4 საკითხი არ განხილულიყო კრებაზე და დაზუსტებულიყო კრების გარეშე. ამიტომ დღის წესრიგის მე-4 საკითხი კრებაზე არ განხილულა. კრებას გაურკვეველი მიზეზით არ დაესწრნენ ზ.მ-----–--- და შ.თ------ა, თუმცა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო, რადგან ესწრებოდა პარტნიორების ხმათა 85%.
დოკუმენტური რევიზიის 2009 წლის 7 ივლისის აქტის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ში“ 2004-2009 წლის თებერვლამდე პერიოდის საფინანსო სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის შედეგების საფუძველზე, შპს-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა სულ 173 772 ლარი, მათ შორის - ძირითადი გადასახადი - 108-181 ლარი და ჯარიმა - 65 591 ლარი.
დოკუმენტური რევიზიის 2012 წლის 5 აპრილის აქტის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ში“ 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის დოკუმენტური რევიზიის შედეგების საფუძველზე, შპს ,,ვ---------–-----ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა სულ 35 227 ლარი, მათ შორის - ძირითადი გადასახადი - 23 484 ლარი და ჯარიმა - 11 743 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 2 ივლისს გაცემული შპს ,,ვ---------–-----ის“ მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტისა და მისი დანართი დოკუმენტების თანახმად დგინდება, რომ შპს-ს მიერ დივიდენდების გაცემა აღრიცხულია 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლამდე პერიოდში. აღნიშნულ პერიოდში შპს ,,ვ---------–-----ის“ 10% წილის მფლობელ ზ----- მ-----–---ზე დივიდენდის სახით დარიცხულია 49 903 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 2495 ლარს. შესაბამისად, ზ----- მ-----–--ის მიერ დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტი გადასახადების გამოქვითვის შემდგომ, მისაღებმა თანხამ შეადგინა 47 408 (49903-2495) ლარი. იმავე საანგარიშო პერიოდში შპს ,,ვ---------–-----ის“ მიერ დარიცხული დივიდენდიდან საბიუჯეტო გადასახადების გამოქვითვის შემდგომ დარჩენილი მისაღები თანხიდან კომპანიის მიმართ დაფიქსირებული სესხის დაფარვის მიზნით, გამოქვითულია 12 923 აშშ დოლარის ექვივალენტი - 22 021 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ----- მ-----–---ზე გაცემულად არის აღრიცხული 25 387 ლარი, მათ შორის ბანკით - 16 881 ლარი. შესაბამისად, ზ----- მ-----–---ზე დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტო გადასახადების გამოქვითვის შემდგომ დარჩენილ მისაღებ თანხასა (47 408 ლარი) და გაცემულად აღრიცხულ თანხას (25 387 ლარი) შორის სხვაობა შეადგენს 22 021 (47 408-25 387) ლარს.
კომისიური ექსპერტიზის 2009 წლის 23 სექტემბრის №-- დასკვნის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ს“ სს „პ-----------------------“ მშენებლობისათვის გამოტანილი აქვს 496 593 აშშ დოლარი. თანხა ძირითადად გახარჯულია მიზნობრივად. საინჟინრო ექსპერტიზით მშენებლობაზე დახარჯული თანხა შედგენს 532 860 აშშ დოლარს. იმავე დასკვნის თანახმად მთავარ ბუღალტერს ლ---- ჩ-------ეს ბანკიდან გამოტანილი აქვს 496 593 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში - 838 185 ლარი. ბანკიდან გამოტანილი 496 593 აშშ დოლარიდან 2007 წელს დამფუძნებლებზეა გაცემული 136 477 დოლარი, უკან დაბრუნებულია 77 425 აშშ დოლარი, დამფუძნებლებზე ირიცხება 59 052 აშშ დოლარი, რაც იფარება გასაცემი დივიდენდებიდან. დამფუძნებლებზე ნაშთად დარჩენილი 59 052 აშშ დოლარის გარდა (496 593-59052) 437 541 აშშ დოლარი დახარჯულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2009 წლის 7 სექტემბრის №2--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ის“ კუთვნილი ბაზრობის ტერიტორიაზე 2005-2008 წლებში შესრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა საორიენტაციოდ 886 679.8 ლარით, რაც იმ პერიოდისათვის (ლარის კურსის დოლართან მიმართებაში 1.664) შეადგენს 532 860 აშშ დოლარს. ფაქტიურად, შესრულებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, გარდა სამშენებლო სამუშაოებისათვის აღებული სესხისა, 95 319 აშშ დოლარისა (532 860-437 541) ეროვნულ ვალუტაში 158 611 ლარის სამუშაოები შესრულებულია დამფუძნებელთა გაუნაწილებელი წმინდა მოგებიდან.
შპს ,,ვ---------–-----ის“ დირექტორის 2009 წლის 18 სექტემბრის წერილის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----ის“ სახელით სს „პ-----------------------“ გამოტანილი სესხიდან უშუალოდ დამფუძნებლების მიერ გატანილია 136 477 აშშ დოლარი (კაპიტალი), რომელიც იფარება ყოველთვიურად პარტნიორთა კუთვნილი დივიდენდებიდან. აღნიშნული თანხები თითოეულ მოწილეზე განაწილებულია შემდეგნაირად: ზ----- მ-----–--- - 29 800 აშშ დოლარი, გ------ ხ-------ი - 16 135 აშშ დოლარი, ი-------- მ-----–--- - 29 800 აშშ დოლარი, პ----- ნ--–-----ე - 20 959 აშშ დოლარი, თ------ პ------–ი - 19 000 აშშ დოლარი, ვ-–- ქ-–---–---–ი - 5366 აშშ დოლარი, ნ------ თ------ა - 1000 აშშ დოლარი, ნ------ კ----- - 2125 აშშ დოლარი, ს-----------ი - 12 807 აშშ დოლარი, გ------ ქ-–---–---–ი - 22 785 აშშ დოლარი.
`ფ-----------------------------ს~ 2017 წლის 7 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად `იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ შპს „ვ---------–----“-მა პარტნიორ ფიზიკურ პირზე გასცა უპროცენტო სესხი, წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი საგადასახადო კოდექსის დებულებების გათვალისწინებით, ფიზიკურმა პი---- მიიღო უსასყიდლო მომსახურება, რომელიც გათანაბრებულია „სხვა სახის“ შემოსავალთან. შესაბამისად, სესხის გამცემი ვალდებულია, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადით. იმავე დასკვნის თანახმად: აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, შპს „ვ---------–----“ ვალდებული იყო, 2011 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე პარტნიორ ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემულ სესხზე დარიცხულ სარგებელზე მოეხდინა ყოველთვიური ანგარიშგება, რომელიც საწარმოს მიერ განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
თბილსის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენის თანახმად, ო-----
პ------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. იმავე განაჩენით ლ---- ჩ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთას 4 (ოთხი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენის თანახმად, ო----- პ------–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა, ხოლო მსჯავრდებულ ლ---- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პ------– ნაწილზე (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაანალიზებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ მ-----–---მ შეიძინა შპს ,,ვ---------–-----ის“ 10% წილი, რომელიც პ------– ეტაპზე გარკვეული მიზეზის გამო დაარეგისტრირა ლ---- ჩ-------ეზე, შემდგომ კი - 2008 წლის 27 მარტს შესაბამისი სანოტარო აქტის - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაარეგისტრირა შვილის - ზ----- მ-----–--ის სახელზე. მას შემდეგ, რაც 2005 წელს კომპანიამ სს ,,პ------------------ში“ აიღო მიზნობრივი სესხი, პარტნიორებმა აღნიშნული თანხიდან პირადი სარგებლობისთვის გაიტანეს სხვადასხვა ოდენობით თანხები. მათ შორის იყო არაფორმალური პარტნიორი - ლ---- ჩ-------ის სახელით წარმოდგენილი ზ------ მ-----–---, რომელმაც საერთო ჯამში აიღო სესხი - 29 800 აშშ დოლარი. მოწმე პ----- ნ--–-----ემ დაადასტურა, რომ ზ------ მ-----–---ს უშუალოდ გადასცა თანხის ნაწილი - 16 000-18000 აშშ დოლარი, გ------ ქ-–---–---–მა კი დაადასტურა, რომ თანხის ნაწილი ზ------ მ-----–---მ პირადად წაიღო, ნაწილი კი - ლ---- ჩ-------ის მეშვეობით.
ბრალდების მხარე პუნქტობრივად აყალიბებს თავის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ ო----- პ------–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედება დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2007 წლის ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, 2008 წლის ნოტარიულად დამოწმებული წილის ხელშეკრულების მიხედვით კი წილი არის უნაკლო და, შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი ვალდებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა უპ------–ეს ყოვლისა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია თვითონ ო----- პ------–ის ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული შპს ,,ვ---------–-----ის“ პარტნიორთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარების გამოსასწორებლად კომპანიის დირექტორად დანიშნეს სწორედ ო----- პ------–ი, რომელსაც მიაწოდეს შავი ჩანაწერები მათ მიერ აღებულ და დაბრუნებულ თანხებთან დაკავშირებით. რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნდათ. მათივე ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ზ------ მ-----–---მ როგორც პირადად, ისე ლ---- ჩ-------ის საშუალებით კომპანიიდან სესხის სახით აიღო დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი. მოწმეებმა პ----- ნ--–-----ემ და ს----–-- გ-----მა დაადასტურეს, რომ ზ------ მ-----–--ის წარმომადგენლის ლ---- ჩ-------ისგან ზ----- მ-----–--ისათვის წილის გადაფორმებისას ზ------ მ-----–---მ განუცხადა, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ყველა ვალდებულებას, რაც მასზე იყო, მათ შორის სესხს, გადაიხდიდა თვითონ. აღნიშნულს ადასტურებს 2009-2011 წლებში კომპანიის ბუღალტერი ი---- ბ------ა. მისი ჩვენებით ო----- პ------–ს უნდოდა, მოეწესრიგებინა სიტუაცია. კომპანიას ჰქონდა სესხი სს ,,პ------------------ში“, რაც საბუღალტრო ამონაწერშიც ჩანდა. ო----- პ------–ისგან იცოდა, რომ აღნიშნული თანხიდან დამფუძნებლებზე გაცემული იყო სხვდასხვა რაოდენობის თანხები და მანვე მისცა არაოფიციალური დოკუმენტი თითოეული პარტნიორის სესხის ოდენობებთან დაკვშირებით, რომელზეც ასახული იყო სესხის ოდენობები, რაც შემდგომში აისახა ბუღალტრულ პროგრამაში. გარდა ამისა, შეიმუშავეს სესხის დაბრუნების გრაფიკი. შესაბამისად, ყოველთვიურად ხდებოდა დივიდენდიდან დამფუძნებლების მიერ აღებული სესხის პროცენტულად ჩამოჭრა. დივიდენდების განაწილების წესზე კი პარტნიორები შეთანხმდენენ 2009 წლის 14 აპრილის N- პარტნიორთა კრებაზე - ჯერ უნდა დაფარულიყო ბიუჯეტისა და ბანკის ვალდებულებები და დარჩენილი თანხიდან მომხდარიყო დივიდენდის გაცემა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას შპს ,,ვ---------–-----ის“ წინაშე ზ----- მ-----–--ის ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ სესხიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების არსებობა ასახული იქნებოდა აღნიშნული კომპანიის 10%-იანი წილის ზ----- მ-----–--ის მიერ შეძენისას გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში. მასში კი ცალსახადაა მითითებული, რომ ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლოა.
აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების დადებისას სესხის უზრუნველსაყოფად სესხის ამღების ქონების დატვირთვა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სესხი გაიცეს ისე, რომ სესხის გამცემმა არ მოითხოვოს სესხის ამღებისაგან გაცემული სესხის უზრუნველყოფა. სესხის უზრუნველსაყოფად სესხის ამღების მატერიალური აქტივის დატვირთვის მიზანი კრედიტორის უფლების დაცვის გარანტიაა იმ შემთხვევაში, როცა სესხიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება ნებაყოფლობით ვერ ან არ ხდება. შესაბამისად, სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნა კრედიტორის უფლებაა და ასეთის არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების არარსებობასაც. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სესხის ამღების ნებისმიერი მატერიალური აქტივიდან მიიღოს დაკმაყოფილება იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს სესხი წინასწარ უზრუნველყოფილი კონკრეტული ქონებით.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,ვ---------–-----ის“ მიერ ბანკიდან მიღებული სესხის თანხიდან გარკვეული ნაწილი უპროცენტო სესხის სახით გაიცა მის დამფუძნებლებზე. მართალია, დამფუძნებლებზე ამგვარი სესხის გაცემის საფუძველი იყო კომპანიის მოგებაზე გასვლისა და მისი პარტნიორების მიერ დივიდენდების მიღების მოლოდინი, რაც იქნებოდა სესხის დაფარვის წყარო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პარტნიორები დივიდენდების მიუღებლობის შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან. ზემოთ მოყვანილ მოწმეთა ჩვენებების უმრავლესობაში ცალსახადაა ხაზგასმული, რომ სესხის გადახდაზე პარტნიორები პირადი ქონებით აგებდნენ პასუხს.
გასათვალისიწნებელია, რომ კომპანიის მიერ პარტნიორებზე სესხის გაცემისას არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სესხის უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----- მ-----–--ის მიერ კომპანიის 10%-ანი წილის შეძენისას უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში უფლებრივი ნაკლის არარსებობაზე მითითება ავტომატურად არ გამორიცხავს ზ----- მ-----–--ის თუ მისი მამის ზ------ მ-----–--ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების არსებობას შპს ,,ვ---------–-----ის“ წინაშე.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ო----- პ------–მა ზ----- მ-----–---ს დივიდენდიდან 22021 ლარი სესხის თანხაში გაუქვითა საზოგადოების პარტნიორებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა ამ ქმედებას პალატა აღარ შეაფასებს, ვინაიდან მასზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გამამართლებელ განაჩენში. რაც შეეხება ბრალდებაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სესხი გაცემული იყო კომპანიის 10%-იანი წილის ყოფილ მესაკუთრეზე ლ---- ჩ-------ეზე, რის გამოც კომპანიას არ გააჩნდა უფლება, სესხის დაფარვა მოეთხოვა ამ წილის ახალი მესაკუთრისაგან - ზ----- მ-----–--ისაგან, ეს, ბუნებრივია, წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და სცილდება მოცემული საქმის განხილვის ფარგლებს.
ო----- პ------–ს ბრალდების მხარე ედავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც იმაში გამოიხატა, რომ, როგორც კომპანიის დირექტორმა, ზ----- მ-----–--ისათვის დივიდენდიდან არარსებული სესხის გაქვითვის შემდეგ, რასთან დაკავშირებითაც 2015 წლის 03 ივლისს უკვე წარდგენილი ჰქონდა ბრალდება, ორგანიზება გაუკეთა იმას, რომ კომპანიის ბუღალტერმა თითქოსდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არარსებული ვალდებულება ასახა საშემოსავლო საგადასახადო დეკლარაციაში.
როგორც აღინიშნა, ო----- პ------–ის მიერ ზ----- მ-----–--ისათვის დივიდენდიდან სესხის თანხის გამოქვითვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ნამსჯელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც პალატა ქმედების ამ ნაწილის მართლზომიერების საკითხს ხელახლა არ შეაფასებს.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტა დაკავშირებულია იმის დადგენასთან, წარმოადგენს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებრივ ქმედებას ო----- პ------–ის მიერ ზ----- მ-----–--ის არსებულად მიჩნეული ფულადი ვალდებულების ასახვის ორგანიზება საშემოსავლო საგადასახადო დეკლარაციაში. საგადასახადო ორგანოში ამგვარი ინფორმაციის გაგზავნის ვალდებულება და ვადები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლით: ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი (2008 წლის 10 იანვრის #99 ბრძანება) ფორმით და წესით პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სარგებელი იბეგრება 20%-იანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვვაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალსწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება, დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით დეკლარაციის გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო. ამავე კოდექსის 2884 მუხლის თანახმად კი, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და არასწორად წარდგენა იწვევს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული ან საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით.
ამდენად, ო----- პ------–ის მიერ დადასტურებულად მიჩნეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ----- მ-----–---ს შპს ,,ვ---------–-----ისგან“ მიღებული ჰქონდა უპროცენტო სესხი, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარებოდა დეკლარირებას და ამ დეკლარირების ვალდებულება გააჩნდა სწორედ ო----- პ------–ს, როგორც საზოგადოების დირექტორს. ამგვარი კანონიერი ვალდებულების არსებობა კი გამორიცხავს მის შესასრულებლად განხორციელებული ქმედების სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებრივ ქმედებად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დასტურდება ო----- პ------–ის მხრიდან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეში თითქოს წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგენისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პ------–ი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ო----- პ------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებულ ინკრიმინირებულ ქმედებას.
მითითებულ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის შეფასების დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციის დებულებას - საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპს, რომელიც საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლ----დ განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09 , 22/11/2016, §28) და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს ო----- პ------–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გამამართლებელი განაჩენი ო----- პ------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გამამართლებელი განაჩენი ო----- პ------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ო----- პ------–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ო----- პ------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე