1. მცირე ბიზნესი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს ყოველი კვარტ
ალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მცირე ბიზნესი მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის
, თუ:

ა) საქმიანობა დაიწყო მიმდინარე საანგარიშო წელს;

ბ) მას წინა საანგარიშო წელს მინიჭებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი და იგივე წელი დაასრულა მიკრო ბიზნესის სტატუსით.

3. მცირე ბიზნესი მიმდინარე გადასახდელებს იხდის გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით.

4. მცირე ბიზნესის მიერ მიმდინარე გადასახდელების გადახდის მიზნით, ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის დებულებები.

5. მცირე ბიზნესს არ ევალება:

ა) მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. ამასთან, არარეზიდენტი პირისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით;

ბ) კალენდალური წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ფარგლებში გაცემულ სახელფასო ხარჯზე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

6. მცირე ბიზნესს კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ზემოთ გაცემულ სახელფასო თანხებზე ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება. იგი ვალდებულია 25 პროცენტის ზემოთ გაცემულ სახელფასო თანხებზე საანგარიშოს მოდევნო წლის 15 იანვრამდე გაიანგარიშოს და ბიუჯეტში ჩარიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი, რის შესახებაც იგი წარადგენს საგადასახადო ორგანოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციას.

7. მცირე ბიზნესი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ამ ბრძანების „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის ფორმისა, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად.

8. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვალდებულება წარმოიშ
ობა მხოლოდ მიმდინარე საანგარიშო წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირის მიერ მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში ან გაცემულ სახელფასო ხარჯზე, როდესაც საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება და გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება მცირე ბიზნესის სტასუსის მინიჭების გამო არ არსებობდა.

9. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. ამასთან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი შემდგომში მიმდინარე საგადასახადო წლის დასრულებამდე არ განაახლებს ეკონომიკურ საქმიანობას საანგარიშო წლის მიხედვით
, მომდევნო წლის 1 აპრილს საგადასახადო ორგანოში განმეორებით დეკლარაციის წარადგენა სავალდებულო არ არის (იხილეთ მე-5 მუხლის მაგალითი 3