1. თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებას და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას
, მის მიერ საანგარიშო პერიოდში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე მიღებული შემოსავლები ექვემდებარება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.

2. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი
, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში სტატუსის გაუქმებამდე მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო სტატუსის გაუქმების შემდეგ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესი