1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:
ბ.ა ) შეუჩერებს ან გაუუქმებს აღიარებას;
ბ.ბ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.
2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) საწარმოო პროცესში ცვლილებების შესახებ, როგორიცაა თავდაპირველად აღიარებულ საქმიანობაზე დამატებითი საქმიანობის განხორციელება ან თავდაპირველად აღიარებული საქმიანობის ჩანაცვლება სხვა საქმიანობით;
ბ) საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი დაექვემდებარება ამ წესით განსაზღვრული აღიარების პროცედურებს და სააგენტომ უნდა შეიტანოს ცვლილება აღიარებაშ