პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) დაგეგმოს და განახორციელოს პროცესი ისე, რომ თავიდან აიცილოს, აღმოფხვრას ან მინიმუმამდე შეამციროს პოტენციური საფრთხეები ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად;

ბ) წარმოების, მომზადების, გაწმენდის, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისას პროდუქტი დაიცვას დაბინძურებისა და გაფუჭებისაგან;

გ) უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფრთხეების კონტროლი, რომელიც დაკავშირებულია:

გ.ა) ჰაერიდან, ნიადაგიდან, წყლიდან, სასუქებიდან, მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან, ბიოციდებიდან, ვეტერინარული პრეპარატებიდან და ნარჩენების მართვისას გამოწვეულ დაბინძურებასთან;

გ.ბ) მცენარეთა სიჯანსაღესთან, ცხოველის ჯანმრთელობასთან და იმ გარემოსთან, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველის საკვების უვნებლობაზე, მათ შორის, ზოონოზების და ზოონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამებთან;

დ) წარმოებისათვის, მომზადებისათვის, დახარისხებისათვის, შეფუთვისათვის, შენახვისათვის და ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული დანადგარები, მოწყობილობები, კონტეინერები, შესაფუთი და სატრანსპორტო საშუალებები შეინახოს სუფთად, საჭიროების შემთხვევაში, დასუფთავების შემდეგ ჩაატაროს დეზინფექცია დადგენილი წესით;

ე) დაიცვას, საჭიროებისას, ცხოველის საკვების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და დასუფთავების ჰიგიენის წესები;

ვ) საჭიროებისას გამოიყენოს სუფთა წყალი სახიფათო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ზ) თავიდან აიცილოს, რამდენადაც შესაძლებელია, ცხოველებითა და მავნებლებით სახიფათო დაბინძურება;

თ) შეინახოს და მართოს ნარჩენები და საფრთხის შემცველი ნივთიერებები განცალკევებით და უსაფრთხოდ, სახიფათო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ი) უზრუნველყოს, რომ შესაფუთი მასალა არ გახდეს წყარო ცხოველის საკვების სახიფათო დაბინძურებისა;

კ) გაითვალისწინოს შესაბამისი გამოკვლევების შედეგები, რომლებიც გამოვლინდება პირველადი წარმოების პროდუქტიდან ან ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად აღებული სხვა ნიმუშებიდა