1. სააგენტომ, ცხოველის საკვების სექტორისათვის, ამ მუხლის მე-7-მე-12 პუნქტების შესაბამისად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებისა და კარგი პრაქტიკის პრინციპების გამოყენებისათვის, უნდა შეიმუშავოს სახელმძღვანელო, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, წაახალისოს, ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტების შესაბამისად, კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელოს შემუშავება.
2. სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული სახელმძღვანელოების გავრცელებასა და გამოყენებას.
3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება ნებაყოფლობითია.
4. კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს ცხოველის საკვების საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორების მიერ:
ა) იმ მხარეთა წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, რომელთა ინტერესებზეც ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, როგორიცაა კომპეტენტური ორგანოები და გამომყენებელთა ჯგუფები;
ბ) „კოდექს ალიმენტარიუსის“ შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით;
გ) ამ წესის IV თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც ის ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას.
5. სააგენტომ უნდა შეაფასოს კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო, რათა უზრუნველყოფილი იქნეს:
ა) მათი შემუშავება ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად;
ბ) შინაარსის გამოყენება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი ეხება;
გ) სახელმძღვანელო პრინციპების ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებთან შესაბამისობა, ცხოველის საკვების სექტორში და/ან შესაბამისი ცხოველის საკვებისთვის.
6. სააგენტომ კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო(ები) ხელმისაწვდომი უნდა გახადოს დაინტერესებული მხარეებისათვის.
7. სანამ სააგენტოს მიერ შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები, ჰიგიენის კარგი პრაქტიკისა ან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპების გამოყენების შესახებ, სააგენტომ კონსულტაციები უნდა გაიაროს დაინტერესებულ მხარესთან. ამ კონსულტაციის მიზანი უნდა იყოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპების განხილვა, მათი მოქმედების სფერო და შესწავლის საგანი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპების მომზადებისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მათი შემუშავება და გავრცელება:
ა) ცხოველის საკვების საქმიანობასთან დაკავშირებული სექტორების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მომხმარებელთა ჯგუფები, კონსულტაციით;
ბ) იმ მხარეებთან თანამშრომლობით, კომპეტენტური ორგანოების ჩათვლით, რომელთა ინტერესებზეც შესაძლოა აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
9. სააგენტოს მიერ სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს:
ა) „კოდექს ალიმენტარიუსის“ კოდექსის შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით;
ბ) ამ წესის IV თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც ის ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას.
10. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელო პრინციპების პროექტის:
ა) შემუშავება ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად;
ბ) შინაარსის პრაქტიკულობა იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი ეხება;
გ) ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებთან შესაბამისობა ცხოველის საკვების სექტორისათვის და/ან შესაბამისი ცხოველის საკვებისათვის.
11. სააგენტოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მხარეებთან თანამშრომლობით. ამ მიმოხილვის მიზანია სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინება.
12. ამ მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები უნდა განთავსდეს სააგენტოს ვებგერდზე, რათა ხელმისაწვდომი იქნეს დანტერესებული მხარისათვის.
პირველადი წარმოე