1. სააგენტომ დროებით უნდა შეაჩეროს ბიზნესოპერატორის აღიარება ერთი, ერთზე მეტი ან ყველა საქმიანობისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნებს.
2. აღიარების შეჩერება ხდება ბიზნესოპერატორის მიერ საქმიანობისათვის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.
3. ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესოპერატორის მიერ საქმიანობისათვის განსახორციელებლად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობისას, სააგენტო, ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად, აუქმებს აღიარება