1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, უნდა დანერგოს და განახორციელოს დოკუმენტურად გაწერილი მუდმივი პროცედურები ან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები.
2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებია:
ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;
ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების იდენტიფიკაცია იმ ეტაპზე ან ეტაპებზე, როდესაც კონტროლი არსებითია საფრთხის ასაცილებლად, მისაღებ დონემდე შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად;
გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე (რომელიც განაცალკევებს მისაღებს მიუღებელისაგან) კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შესამცირებლად;
დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება;
ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევებისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება;
ვ) პროცედურების შემუშავება ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების სრულყოფილი და ეფექტიანი მუშაობის რეგულარული გადამოწმების (ვერიფიკაციის) მიზნით;
ზ) ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ტიპისა (სახეობისა) და წარმადობის პროპორციულად, ჩანაწერების წარმოება, ამ პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებში მოცემული პრინციპების ეფექტიანი გამოყენების დემონსტრირებისათვის.
3. ცხოველის საკვებში, ცხოველის საკვების წარმოების ნებისმიერ ეტაპსა ან პროცესში, გადამუშავებაში, შენახვასა და დისტრიბუციაში რაიმე ცვლილების განხორციელებისას, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია გადახედოს პროცედურებს და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების სისტემის ფარგლებში ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა შეიძლება გამოიყენოს, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გამოყენების სახელმძღვანელოსთან ერთა