1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს სააგენტოსთან.
2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების ან ცხოველის საკვების დისტრიბუციის რომელიმე ეტაპთან, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალული