1. სავალდებულოა ცხოველის საკვების იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომელიც ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას:

ა)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცხოველის საკვები დანამატების ან სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების და ისეთი პროდუქტის წარმოებასა და/ან ბაზარზე განთავსებას, როგორიცაა:

ა.ა) ნუტრიციული დანამატები:

ა.ა.ა) ვიტამინები და პროვიტამინები, ასევე ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები;

ა.ა.ბ) კვალის ელემენტების ერთობლიობა;

ა.ა.გ) ამინომჟავები, მათი მარილები და ანალოგები;

ა.ა.დ) შარდოვანა და მისი დერივატები;

ა.ბ) ზოოტექნიკური დანამატები:

ა.ბ.ა) შეთვისების გამაძლიერებლები – ნივთიერებები, რომელთაც ახასიათებთ საკვების შემადგენლობაზე მიზნობრივი მოქმედება და მათი გამოყენება ზრდის საკვების შეთვისებას;

ა.ბ.ბ) ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორები – მიკროორგანიზმები ან განსაზღვრული სტრუქტურის მქონე ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ცხოველის ნაწლავის მიკროფლორაზე;

ა.ბ.გ) ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გარემოზე;

ა.ბ.დ) სხვა ზოოტექნიკური დანამატები;

ა.გ) ტექნოლოგიური დანამატებიდან ანტიოქსიდანტები – იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია მათი შემცველობის მაქსიმალური სიდიდე;

ა.დ) სენსორული დანამატებიდან საღებავები – კაროტინოიდები და ქსანტოფილები;

ა.ე) ცილები (პროტეინები), რომლებიც მიიღება ბაქტერიების, საფუარების, წყალმცენარეებისა და უმდაბლესი სოკოებისგან, გარდა იმ საფუარებისა, რომელთა კულტივირება ხდება მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სუბსტრატზე;

ა.ვ) ამინომჟავების წარმოებისას ფერმენტაციის თანმდევი პროდუქტები;

ბ)    ცხოველის საკვები დანამატების გამოყენებით მომზადებული ისეთი პრემიქსების წარმოებასა და/ან ბაზარზე განთავსებას, როგორიცაა:

ბ.ა) სხვა ზოოტექნიკური დანამატები:

ბ.ა.ა) ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი;

ბ.ა.ბ) კოქციდიოსტატიკები და ჰისტომონოსტატიკები: ყველა დანამატი;

ბ.ა.გ) ზრდის სტიმულატორები: ყველა დანამატი;

ბ.ბ) ნუტრიციული დანამატი:

ბ.ბ.ა) ვიტამინები და პროვიტამინები, ასევე ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები - ვიტამინი A და D;

ბ.ბ.ბ) ელემენტების კვალის ერთობლიობა – Cu (სპილენძი) და Se (სელენი) ;

გ)    ბაზარზე განთავსების ან მხოლოდ მათი სადგომების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ცხოველის კომბინირებული საკვები პროდუქტების წარმოებას, საკვები დანამატების ან ისეთი დანამატების შემცველი პრემიქსების გამოყენებით, როგორიცაა:

გ.ა) სხვა ზოოტექნიკური დანამატები:

გ.ა.ბ)ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი;

გ.ა.გ) კოქციდიოსტატიკები და ჰისტომონოსტატიკები: ყველა დანამატი;

გ.ა.დ) ზრდის სტიმულატორები: ყველა დანამატი.

2. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარებაც, რომელიც ახორციელებს ცხოველის საკვებში გამოსაყენებელი პროდუქტების ბაზარზე განთავსების მიზნით ერთ-ერთ ან მეტ შემდეგ საქმიანობას:

ა) ნედლი მცენარეული ზეთის გადამუშავებას გარდა ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროში მოქცეული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ გადამუშავებული ნედლი მცენარეული ზეთისა;

ბ) ცხიმოვანი მჟავების ოლეოქიმიურ წარმოებას;

გ) ბიოდიზელის წარმოებას;

დ) ცხიმების შერევას.

3. აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალული