1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი საქმიანობის დაწყებამდე აღიარებისთვის განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი).

3. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის ინსპექტირება.

4. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის აღიარებაზე, ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

5. სააგენტო ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება ამ წესით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.

6. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს 6 თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად .

7. პირობითი აღიარების მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს ყველა მითითება და მისი საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ა.ა) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორთან აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ცხოველისა ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი, ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;

ა.ბ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;

ბ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

8. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა  პირობითი აღიარების გაგრძელებაზე და ის მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების  შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.

9. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობითი აღიარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი შეუსაბამობები არ წარმოადგენს რისკს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი იძლევა გარანტიას, რომ ამ გონივრული ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს გაცემული მითითებების შესრულებას.

11. თუ ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორთან განხორციელდა ინსპექტირება და მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაშ