1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია:
ა) სააგენტოს, მოთხოვნისას, წარუდგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) უზრუნველყოს ნებისმიერი დოკუმენტის მუდმივი განახლება, რომელიც აღწერს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად გაწერილ პროცედურებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნისას, სააგენტოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოს ტიპი და წარმადობ