1. „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესი“ (შემდგომში „წესი“) ადგენს:

ა) ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებს;

ბ) ცხოველის საკვების მიკვლევადობის სისტემის უზრუნველსაყოფად შესაბამის პირობებსა და მექანიზმებს;

გ) საწარმოს რეგისტრაციისა და აღიარების პირობებსა და მექანიზმებს.

2. ეს წესი ვრცელდება:

ა) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობის ყველა ეტაპზე-ცხოველის საკვების პირველადი წარმოებიდან ბაზარზე განთავსების ჩათვლით;

ბ) სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებაზე;

გ) ცხოველის საკვების იმპორტსა და ექსპორტზე.

3. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) ცხოველის საკვების ოჯახურ წარმოებაზე:

ა.ა) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი სასურსათო დანიშნულების ცხოველისთვის;

ა.ბ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველისთვის;

ბ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებაზე ან იმ საქმიანობაზე, როდესაც ხორციელდება პირველადი პროდუქტის პირდაპირი მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

გ) ცხოველის საკვების პირველადი წარმოების იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ,,სურსათის/ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირდაპირ მიწოდებას ადგილობრივი ფერმებისთვის ადგილზე გამოყენების მიზნით;

დ) არასასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებაზე;

ე) შინაური ბინადარი ცხოველის საკვების საცალო ვაჭრობაზე.

4. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური