1. ამ პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი ოპერაციების დონეზე, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ წესის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს:

ა) პირველადი პროდუქტების წარმოების ადგილზე ჰენდლინგი, შენახვა და ტრანსპორტირება;

ბ) პირველადი პროდუქტების წარმოების ადგილიდან საწარმომდე ტრანსპორტირება;

გ) ცხოველის საკვების შერევა მხოლოდ მათი საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დანამატების ან პრემიქსის დანამატების გამოყენების გარეშე, გარდა სილოსის დანამატებისა.

2. ოპერაციებისთვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისა, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ წესის V თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა:

ა) დაიცვას კონკრეტული მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები, არსებობის შემთხვევაში;

ბ) მიიღოს ზომები ან შეიმუშაოს საჭირო პროცედურები, კონკრეტული მიზნების დასაკმაყოფილებლად.

4. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის, შეუძლია გამოიყენოს ამ წესის III თავით გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები.

5. სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებისას ფერმერი უნდა იცავდეს ამ წესის VI თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

6. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა და ფერმერმა უნდა მიიღონ და გამოიყენონ ცხოველის საკვები მხოლოდ ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული და/ან აღიარებული საწარმოდა