1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მის კონტროლს ქვეშ არსებული ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება და დისტრიბუციის ყველა ეტაპის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ამ წესით დადგენილ ჰიგიენურ მოთხოვნებთან.

2. სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვებისას ბიზნესოპერატორმა უნდა შეიმუშაოს პროცედურები და გაატაროს შესაბამისი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების, ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტის ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური დაბინძურების შეძლებისამებრ დაბალი რისკის შენარჩუნება