1. სააგენტო თავისუფლდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ადგილზე ვიზიტის განხორციელების ვალდებულებისგან ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე, რომელიც არის მხოლოდ დილერი და არ აქვს პროდუქტები თავის ობიექტში/ტერიტორიაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს დეკლარაცია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ცხოველის საკვები აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის ფორმას ადგენს სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი