1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია:
ა) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების შევსებული კითხვარი და თანდართული დოკუმენტაცია, დაადგინოს მისი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან;
ბ) საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეამოწმოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.
4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
6. ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოებ