1. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.
3. აკრედიტაციის
ექსპერტი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო
ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის
მაძიებელი დაწესებულების აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშ
ი და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის
სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით
;
ბ) სააკრედიტაციო
ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს
ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.
4. ცენტრი უფლებამოსილია,განახორციელოს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
5. დაწესებულება ვალდებულია,ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო
ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის
მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
6. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია,შეწყვიტოს წარმოებ