1. საბჭო ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
შესახებ;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციაზ
ე უარის თქმის შესახებ;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტა
ციის გაუქმების შესახებ.
2.
საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
შესახებ, თუ მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა
აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე
უარის თქმის ან გაუქმების
შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა
ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის
ერთ-ერთ სტანდარტს.
4
. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5
. საბჭო ვალდებულია,დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6
. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
7. საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

8. აკრედიტაციის ვადა 5 წელია.

თავი VIაკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგ