1. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საბჭო (შემდგომში - საბჭო) აკრედიტაციის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო
დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის
დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4
. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5
. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

6
. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7
. ცენტრისა და აკრედიტაციის
მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრები
უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8
. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
9
. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია,უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10
. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს,განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
11
. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის
მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ.
12
. საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება
ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით