1. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის განაცხადის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. ავტორიზაციის საბჭოს სხდომას იწვევს ავტორიზაციის საბჭოს სამდივნო.
3. ზეპირი მოსმენა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
4. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია გადადოს ზეპირი მოსმენა ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით.
5. სხდომას უძღვება ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული ავტორიზაციის საბჭოს წევრი. ავტორიზაციის საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ავტორიზაციის საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება ავტორიზაციის საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება ან/და აცილება.
7. ავტორიზაციის საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები, ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
9. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
11. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
12. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ, გარდა ამ წესის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
13. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარისა და ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მდივნის ხელმოწერებით. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ავტორიზაციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მდივან