1. ავტორიზაციის შეჩერება გულისხმობს დაწესებულების საქმიანობის განხორციელების უფლების დროებით შეჩერებას, რა დროსაც დაწესებულებას ეკრძალება შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. შეჩერების ვადა მიეთვლება ავტორიზაციის დარჩენილ ვადას.
2. დაწესებულების საქმიანობის განხორციელების უფლების შეჩერების საფუძვლებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მომართვა, რომელსაც თან ერთვის მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (შესაბამისობის შეფასების აქტი) დაწესებულებისთვის კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილობითი მომართვა, რომელსაც თან ერთვის სასამართლოს გადაწყვეტილება დაწესებულების საქმიანობის შეჩერების შესახებ;
გ) დაწესებულების საქმიანობის მაკონტროლებელი სხვა ორგანოს წერილობითი მომართვა დაწესებულების საქმიანობის განხორციელების უფლების შეჩერების თაობაზე, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტი;
დ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი გარემოება, რომლის მიხედვითაც დაწესებულება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ არა უმეტეს ერთ სტანდარტთან მიმართებაში შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ამავდროულად, დაწესებულებას აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში სუსტი მხარეების დასაძლევად რესურსებით უზრუნველყოფილი სტანდარტთან შესაბამისობის გეგმა, რომლის შესაბამისად გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა შესაძლებელია არა უმეტეს 3 თვის ვადაში.
3. დაწესებულებას საქმიანობის უფლება უჩერდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
4. ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისას, ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შეჩერების გაუქმების შესახებ, შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესი