1. ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრისათვის წარსადგენი წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ  მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

4. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს  არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

5. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება  ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.

6. ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ან ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.

7. ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

8. ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება ამ წესის მე-5–
მე-11 მუხლები, მე-15-
22-ე მუხლები  და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი,  ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.

9. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისთვის განსაზღვრული ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.

თავი VI

ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზ