1. ამ წესის 23-ე მუხლის „ბ“–
„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებამ/დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.

2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ან საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი.

3. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან.

4. სააპელაციო საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს სააპელაციო საბჭოს საქმიანობას;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

ვ) ცენტრის შუამდგომლობის გათვალისწინებით/ცენტრის ინიციატივით სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

5. სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთი თვის ვადაში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადი